კარზე კაკუნისგან გამოწვეული ხმა ბიჭის თავის ტკივილს იწვევს, ახალ გაღვიძებული ჯონგუკი თვალების გახელის გარეშე ეძებს ხელებით ტელეფონს.
ნელ-ნელა თავს სწევს, ტელეფონს აკვირდება.
მხოლოდ 06:34 საათია, ვერ იაზრებს ამ დროს ვინ შეიძლება მის კარს მომდგარიყო. ბაჭიის ჩუსტებში ჰყოფს ფეხებს და ნახევრად შიშველი, მხოლოდ საცვლების და წინა დღის ნაცვამი პერანგის ამარა მიდის კარის გასაღებად.
ნელი ნაბიჯებით, ზლაზვანით უახლოვდება კარებს.
-ახლავე, ორი წუთიც და გავაღებ. -იძახის მობეზრებული, რადგან ვიღაც ზედმეტად გაღიზიანებულია და ბრახუნს არ წყვეტს.
ბრახუნი მაინც არ წყდება. მალევე აღებს კარს.
კართან ასვეტილ კიმ თეჰიონს ხედავს, კაცს შეხედვისთანავე შეატყობდით, რომ რაღაცას ძლიერ გაებრაზებინა.
გუკი თავიდან უცნაურად უყურებდა სახე წაშლილ შეყვარებულს, მაგრამ ნელ-ნელა წინა დღის მომენტები უტივტივდება გონებაში.
კლუბი, სასმელი, ჯონ ჰოსოკი, ცეკვა, მუსიკა, კამერები, სიცილი. და კოცნა.
აქ კი ჯონგუკი აანალიზებს, რომ მაგარი დარხეული აქვს.
-თეჰიონ, დილაადრიან აქ რამ მოგი... - ბიჭს სიტყვას თეჰიონის ჩქარი მოძრაობა აწყვეტინებს.
კაცი სახლში სწრაფად შედის და კარებსაც ძლიერი ხელის კვრით ხურავს, საკეტსაც ატრიალებს და კარს კეტავს. ჯონგუკი უბრალოდ გაოგნებული უყურებს ამ ყველაფერს მანამ, სანამ ნაჩქარევად თეჰიონის ტუჩებს არ გრძნობს თავისაზე.
ბიჭს არ კოცნიდნენ იმ სიყვარულით და სინაზით, როგორც ყოველთვის.
თეჰიონი ცხოველური ძალით ეუფლებოდა ჯონგუკის ბაგეებს, ბიჭს ენის ძლიერი მოძრაობით გაუხსნა ბაგეები და ნელ-ნელა სიღრმეში შეუსრიალა მოცეკვავე ენა.
მათი კოცნა ყოველთვის გავდა რიტმულ ცეკვას, მაგრამ არა ახლა. მათი კოცნა ყოველთვის იყო რაღაც ნელი და ნაზი, ნელი ვალსის ან რუმბას მსგავსი... ახლა კი, რაღაც უფრო ცეცხლოვან, რაღაც უფრო ენერგიულ და სწრაფ ცეკვას ასრულებდნენ თეჰიონის ბაგეები.
YOU ARE READING
ꜱʜᴏᴡ ᴍᴇ ʟᴏᴠᴇ🔞
Short Story🔞🔞 "მათი კოცნა ყოველთვის გავდა რიტმულ, ნაზ ცეკვას, მაგრამ არა ახლა. მათი კოცნა ყოველთვის იყო რაღაც ნელი და ნაზი, ნელი ვალსის ან რუმბას მსგავსი... ახლა კი, რაღაც უფრო ცეცხლოვან, რაღაც უფრო ენერგიულ და სწრაფ ცეკვას ასრულებდნენ თეჰიონის ბაგეები." რ...