ჯონგუკი მალევე მიუახლოვდა დანიშნულების ადგილს. მანქანიდან გადმოვიდა და შავი სათვალე მოიხსნა. მართალი იყო, აქ არავინ ცხოვრობს მიტოვებული ადგილია.
ახლა კი ჯონგუკი ნახევრად დამწვარი სახლის წინ იდგა, ყველაფერი ობობის ქსელს დაეფარა. კარები შავი იყო გადაფლეთილი, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს დიდი ხანია აქ არავინ ყოფილიყო.
გარეთაც კი სახლის სიძველის გამო ნესტის სუნი იდგა, ჯონგუკი შიშგარეშე შევიდა ეზოში და სახლს მიუახლოვდა.
შესასვლელის გარდა ყველაფერი მოუვლელი და ბინძური იყო.- კიმ ასეთ ადგილას რას აკეთებ? - ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და კარები ფრთხილად შეაღო.
ნამდვილად არ მოელოდა მსგავს სანახაობას. ყველგან თეთრი ნაჭერი ეფარა, ნახევარი სახლი კი როგორც ავღნიშნეთ დამწვარი იყო.
- კიმ? - ბიჭი ნელა მიუახლოვდა ერთ-ერთ ოთახს თუმცა ბიჭი იქ არ დახვდა, სულ ორი ოთახი იყო ამიტომ მეორე ოთახში შევიდა და დაინახა თეთრ ნაჭერზე მწოლიარე ბიჭი.
მასთან ახლოს მივიდა და გარემო მოათვალიერა, შემდეგ კი თეჰიონს შეხედა რომელიც სულ მთლად კანკალებდა, აშკარად ნამტირალევი იყო მაგრამ რატომ ქონდა გონება დაკარგული? ან იქნებ უბრალოდ ეძინა?
- კიმ? - ჯონგუკმა მოკუნტული ბიჭი შეანჯღრია მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამას - თეჰიონ? გაიღვიძე!!! რა გჭირს?? ოფლი გასხავს!
ჯონგუკმა სწრაფად შუბლზე ხელი დაადო ბიჭი სიცხისგან იწვოდა.
- ჯანდაბა რა დაგემართა?? - იყვირა ჯონგუკმა და სახლი მოათვალიერა, აშკარა იყო ახალი არაფერი იდო აქ რომ ბიჭისთვის მიეცა, წყალიც კი არსად მოდიოდა - უნდა წაგიყვანო სხვა გზა არ მაქვს! - ჩუმად ჩაილაპარაკა და გონწასული თეჰიონი ხელში აიყვანა.
- ჯონგუკ...- ჩუმად ამოილაპარაკა თეჰიონმა - სურათი.... - თვალები მონაბა და მაშინვე ისევ გონი დაკარგა.
YOU ARE READING
Lošer Lóve | TAEKOOK (დასრულებული)
Fanfic- გინდა თქვა რომ გეი ვარ?? - შეჰკივლა თეჰიონმა. - გეი კიარა ჩვეულებრივი კახპა ხარ. - ჯონ ჯონგუკ!! იცოდე ახლა მაგ ტრაკს აგახევ!