8

56 3 2
                                    

ორი კვირის შემდეგ
შაბათ დილას ჯონკუკი ადრე ადგა რომ სამსახურში წასულიყო. ჯონკუკი შაბათს და კვირას არ მუშაობს ხოლმე მაგრამ დღეს ლინდას მეგობრის დაბადების დღეა და კაფეში აღნიშნავს. ლინდამ კი დახმარება სთხოვა და ჯონკუკმაც რათქმაუნდა უარი ვერ უთხრა.

დილის ცხრაზე ადგა იბანავა და ოთხახში დაბრუნდა. იცვლიდა როცა ჯიმინს გაეღვიძა და შეშინებული წამოჯდა ლოგინზე
-ჰეი ჯიმ კარგად ხარ?

ჯიმინი თავჩაღუნული იჯდა და ღრმად სუნთქავდა
-ჯიმინში კარგად ხარ?

ჯიმინმა ჯონკუკს ახედა
-რა?
-კარგად ხარ რა გჭირს?
-მე უცნაური სიზმარი ვნახე
-რა დაგესიზმარა
-ააა არა არაფერი, შენ რატომ გღვიძავს ან რატომ გაცვია საგარეოდ?
-გუშინ ღამე ხომ გითხარი ლინდას უნდა დავეხმაროთქო?
-არ მახსოვს
-მისი მეგობრის დაბადების დღეა და კაფეში იხდის, ლინდამ კი დახმარება მთხოვა
-მჰჰ

ჯონკუკმა საბოლოოდ ჟაკეტი მოიცვა და ჯიმინთან მივიდა
-დღეს დამაგვიანდება

ჯონკუკმა ჯიმინს აკოცა და სახლიდან გავიდა

ჯიმინი ისევ ლოგინზე დაწვა, ერთი საათი სიზმარზე ფიქრობდა შემედეგ იბანავა მოწესრიგდა და ქვევით ჩავიდა. ისაუზმა და მისაღებში ტახტზე წამოწვა

მთელი დღე ცდილობდა სიზმარი თავიდან ამოეგდო მაგრამ ამას ვერ ახერხებდა.

ჯიმინს დაესიზმრა თითქოს ჯონკუკი და ის სახლში ფილმს უყურებდნენ ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ამ დორს კი სახლის კარი იღება და იქიდან იუნგი შემოდის. ჯიმინმა სიზმარშიც იცის რომ იუნგი გარდაცვლილია და მას გაოცებული უყურებს. იუნგი მის გვერდით ჯდება და ფილმის მათთან ერთად ყურებას იწყებს. ჯონკუკი ისე იქცევა თითქოს იქ არავინ იყოს. შემდეგ ჯიმინი გრძნობს იუნგის შეხებას და ეს იმდენად რეალურ გრძნობას გავს რომ ჭკუიდან იშლება. შემდეგ ეღვიძება

ჯიმინს იუნგიზე ფიქრი არ ასვენებს. მთელი დღეა არეულია, რას ნიშნავდა ეს სიზმარი. რადგან სახლში მარტოა გადაწყვიტა რაღაც გაეკეთებინა

✨Where stories live. Discover now