VII

2K 93 7
                                    

გამარჯობა პატარავ, როგორც იქნა კიდევ შევხდით ერთმანეთს

ამ უკანასკნელი სიტყვების გაგონებისას აერას სახზე ფერი წაერთვა. ჯონქუქი ისევ ისეთი სახით იჯდა და დაჟინებით უყურებდა მას.
ზედმეტად მშვიდადაც კი გამოიყურებოდა, თუმცა სწორედ ეს სიმშვიდე აშინებდა გოგოს ყველაზე მეტად მასში.

აერა ისევ იმ ადგილას იდგა სადაც ჯან გმიმ დატოვა, ჯონქუქი სავარძლიდან ნელა წამოდგა და ნაბიჯის აუჩქარებლად გოგოსკენ მიიწევდა. მათ შორის მანძილი უფრო და უფრო მცირდებოდა, თვალის დახამხამებაში ჯონქუქი აერას წინ გაჩნდა.

აერას სხეული ნერვიულობამ მოიცვა, თითქოს სუნთქვაც კი ავიწყდებოდა. ჯეონმა გოგოსკენ უფრო ახლოს მიიწია და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია. ახლა უფრო მკვეთრად იგრძნო ლავანდის სურნელი, რომელიც კაცს თავბრუს ახვევდა. ზედმეტად მოქმედება ეს სურნელი მასზე.

-ძალიან შეშინებული ჩანხარ, სად წავიდა ის გამბედავი გოგო რომელიც ვახშამზე გავიცანი?

-მმეეე.... ძალაინ ვწუხვარ იმ დღის გამო, შეცდომა დავუშვი ეს არ უნდა გამეკეთებინა

-წუხხარ? ღმერთო როგორი საბრალო ხარ, თუმცა მართალია დონგ ჰიუნის ქალიშვლისგან მეტს არც უნდა მოელოდო

აერა ხმას არ იღებდა უბრალოდ ჩუმად იდგა და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა.
მალევე ჯონქუქი აერას გაეცალა და სავარძელში ისევ მისი კუთვნილი ადგილი დაიკავა

-მამაშენმა ჩემი გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა, მითხარი ასეთი რა დაუშავე რომ იმდენად უმნიშვნელო გახდი მისთვის რომ დაუფიქრებლად დაგთმო

ჯონქუქი დამცირებას არ წყვეტდა უნდოდა აერასთვის ეტკინა და გამოუვიდა კიდეც. აერამ უკვე თავი ვეღარ შეიკავა და ამდენი ხნის მოწოლილ ცრემლებს ნება მისცა მის სახეზე გზა გაეკვლია. ცხარე ცრემლებით ტიროდა და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა იმას რომ ეს ყველაფერი საკუთარმა მამამ გაუკეთა, უნდოდა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დაევიწყებინა, თუმცა იცოდა რომ ამის საშუალებას ჯონქუქი არასდროს მისცემდა

იძულებული🔞  (FORCED)🔞Место, где живут истории. Откройте их для себя