VIII

2K 99 8
                                    

სულ რაღაც 3 დღე გავიდა მას შემდეგ რაც აერა უკვე ჯეონის ცოლი გახდა. თუმცა აერას ეს სამი დღე ერთ თვედ ეჩვენებოდა. ყოველი დღე ერთმანეთს გავდა მხოლოდ საუზმისთვის ან ვახშმისთვის თუ გავიდოდა ოთახიდან, დანარჩენ დროს კი ისევ ოთახში ატარებდა.
ფანჯარასთან, პატარა კუთხეში მოღუშული იჯდა და მისი ოთახის წინ გაშლილი ხედის ყურებით ტკბებოდა, როცა დაინახა როგორ შემოვიდა ოთახში ჯანგ მი და მორიდებით დაიწყო საუბარი

-ქალბატონო აერა, ბატონი ჯონქუქი თავის კაბინეტშია და თქვენ გელოდებათ, გადმომცა რომ სასწრაფოა

აერას სახეზე გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა, ნელა წამოდგა და ჯეონის კაბინეტისკენ წავიდა.

კაბინეტთან მისულმა კარებზე დააკაკუნა თუმცა პასუხს აღარ დალოდებია ისე შევიდა შიგნით, რადგან იცოდა ჯონქუქი იქ იყო და მას ელოდებოდა.
შესვლისთანავე დაინახა ჯონქუქის გაცეცხლებული სახე, კაბინეტში წინ უკან დადიოდა და სამწუხაროდ მისთვის უკვე ნაცნობ სახელს ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვამდა. აერა დუმდა და კარებთან კუთხეში მიკუნტული იდგა თითქოს ამით დამალვას ცდილობდა.
ჯონქუქმა აერას დანახვისას მისკენ მძიმე ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, ნაბიჯების ხმა აერას გამოკვეთილად და ექოსავით ჩაესმოდა ყურებში.
მართალია ჯონქუქი აქამდეც უნახავს გაბრაზებული თუმცა ახლა ჯონქუქი ადამიანს არ ჰგავდა, სახე სიბრაზისგან მთლიანად აწითლებული ჰქონდა, თვალები კი სულ ჩასისხლიანებული.
ჯონქუქი აერას ყელზე ეცა და მთელი ძალით დაიწყო ხელის მოჭერა

-როგორ მომაბეზრეთ უკვე თავი შენ და შენმა ოჯახმა!

აერა ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა ამ სიტყვებით ჯონქუქი, ცდილობდა გაეგო რატომ იყო ასეთი განრისხებული და თან მისგან თავის დაღწევას ცდილობდა რადგან უკვე სუნთქვა უძნელდებოდა.

-გგთხოოვ გამიშვი მტკივა...

-გტკივა? სწორედ ეს მინდა რომ გეტკინოს!

იძულებული🔞  (FORCED)🔞Место, где живут истории. Откройте их для себя