- ჯიონ, დღეს არ მოგცემ უფლებას შენს ნებაზე გამოთვრე და ისევ ჩემი საპატრონო გახდე.წინასწარ აფრთხილებს გოგონას და სერიოზული გამომეტყველებით უსწორებს მზერას.
- აღარ მიპატრონებ მთვრალს?
თითქოსდა ნაწყენი ხმით ჰკითხა თეჰიონს.
- მე კი მეგონა შენთან ერთად თუ დავლევდი, ბევრად უსაფრთხოდ ვიქნებოდი და შენზე დაყრდნობას შევძლებდი.
თეჰიონმა ღრმად და ხმაურიანად ჩაისუნთქა ჰაერი, სახე ხელით მოისრისა და ჯიონს გადახედა.
- ჯანდაბას, ეს ბოლო და უკანასკნელია როცა ამის ნებას გრთავ. წამოდი, რომელი სასმელი მოვატანინოთ მარკს?
- ჯერ მამაჩემის ვისკი დავაგემოვნოთ.
ოდნავი ხტუნვით მიდის სასმლის მაგიდასთან, თეჰიონი ჯერ აქეთ იქით იყურება, შეწუხებული სახით ოხრავს, შემდეგ კი ისიც იგივენაირად მიხტუნაობს და ჯიონს მიჰყვება.
1 საათის შემდეგ:
წვეულება ცოტა გამოცოცხლდა. სასიამოვნო, რიტმული მუსიკა უკრავდა და სტუმრები მშვენიერ დროს ატარებდნენ. მჰ, რომლიდან დავიწყო?
ჩვენი შაქარი ბიჭი ალკოჰოლს გაეთამამებინა და ლამაზ ქალბატონებს შუაში მათ ყურადღებას მისი მოქნილი, მოცეკვავე სხეულით იქცევდა.
მანდილოსნები კი იცინოდნენ და იგივეს გამეორებას ცდილობდნენ.- ღმერთო არა, ეს იუნგია? რას აკეთებს? მგონი დაბოლილია. ჯანდაბა, ჯიონის დედის დაბადების დღეა, ის კი დაქირავებული სტრიპტიზიორის როლს ირგებს.
თავს დანანებით აქნევს ჰოსოკი და ჯონგუკს უყურებს. ჯონგუკი ბედნიერია სანახაობით და სახეზე იდიოტური ღიმილი აქვს აკრობილი.
- ჰიონ დოლარები გაქვს?
ეკითხება უფროსს და ხელს უწვდის. ჰოსოკი კი გაურკვეველი მზერით აშტერდება ბიჭს.
- ჰა?
- მიდი, მიდი მომეცი, წავალ შარვალში ჩავუკუჭავ. ცოდოა ასე საცოდავად თვერქავს.
KAMU SEDANG MEMBACA
༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎
Fiksi Penggemar- ზუსტად თხუთმეტ დღეში ოფიციალური ცოლ-ქმარი ვიქნებით. სრული სერიოზულობით თქვა და წარბი აზიდა. თვალები გავაფართოვე და გაგიჟებულმა ფიქრი დავიწყე რა გამეკეთებინა. მალევე არ შევიმჩნიე დაბნეულობა და ვუპასუხე. - დავნიძლავდეთ, მაგრამ იცოდე თუ ამ ნიძლავს მე...