10

91 3 0
                                    

ორი თვის შემდეგ
ჯონკუკი დილას პირევლი იღვიძებს. ცოტახანი ჯიმინს უყურებს
-რატომ მიყურებ?
-იმიტომ რომ საყვარლად გძინავს
ჯონკუკი ჯიმინისკენ იწევა და კისერზე კოცნის და ხელებს მაიკის ქვეშ უცურებს
-ჯონკუკ გაჩერდი არ ვარ ამის ხასიათზე
-რატომ?
-ეს დღე არ მიყვარს

ჯიმინი მეორე მხარეს გადატრიალდა
-რატომ?
-დღეს იუნგის დაბადების დღეა

ჯონკუკი გაბრაზდა ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა
-მერე რა?
-ჯონკუკ უბრალოდ შემეშვი არ ვარ ხასიათზე

ჯონკუკი გაბრაზებული ადგა და ჩაცმა დაიწყო, ოთახიდან ისე გავიდა ჯიმინისთვის ხმაც არ გაუცია. ძალიან ბრაზობდა ყოველ ჯერზე როცა ჯიმინი იუნგიზე ლაპარაკობდა. რაც ურთიერთობა დაიწყეს სულ იუნგი იუნგი და კიდევ იუნგი.
ჯიმინი მასზე სულ რაღაცას უყვება, მომენტებში უცებ გაბრაზდება და მარტო ჩაიკეტება. ჯონკუკი თავიდან ცდილობდა რომ არ შეემჩნია. იზიარებდა რომ რთული იყო იმ ადამიანის დაკარგვა რომელთანაც ცხოვრება გქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შეყვარებული თავის ყოფილზე სულ ფიქრობს და ჯერ კიდევ უყვარს.

ჯონკუკი სამზარეულოში წყალს სვამდა როცა ჯიმინი შემოვიდა
-ჯონკუკ დღეს რამე გეგმები გაქ?
-უკვე აღარ
ჯონკუკი სამზარეულოდან გავიდა რომ ჩხუბი არ წამოეწყო
-ეგ რას ნიშნავს?
ჯიმინი უკან გაყვა
-იმას რომ.....
ჯონკუკი გაჩუმდა
-რას?
-არაფერს უბრალოდ არ მაქ გეგმები
-კარგი მე დღეს სასაფლაოზე უნდა წავიდე
-ახლა მიდიხარ?
-ხო
-როდის დაბრუნდები
-დამაგვიანდება შეგიძლია არ დამელოდო და დაიძინო
-იქ მთელი დღე აპირებ ყოფნას
-სად?
-სად და სასაფლაოზე
ჯონკუკმა ტონს აუწია
-რა გაყვირებს
-რა მაყვირებს? ამას ვერ ხვდები?
-ვერა ვერ ვხვდები თუ რამეა პირდაპირ მითხარი დღეს არ ვარ გამოცნობების ხასიათზე
-აა ხო დამავიწყდა ეს დღე ხომ არ გიყვარს
ჯონკუკი გაბრაზებული ავიდა ზემოთ
-ჯონკუკ რა დაგემართა
ჯიმინიც აედევნა
-ჯიმინ თავს ვერ ვაკონტროლებ და რომ არ ვიჩხუბოთ უბრალოდ შემეშვი
-რატომ ვერ აკონტროლებ რა ხდება? რამე გჭირს?
-გაინტერესებს რა მჭირს?
-კი მითხარი
-შენ ჯიმინ შენ მიშლი ნერვებს
-უკაცრავად
ჯონკუკმა თავი ვერ შეიკავა. ისედაც სწრაფი სუნთქვა უფრო აასწრაფა და ხელები ერთმანეთს მოუჭირა
-ეს რა ჯანდაბას ნიშნავს ჯონკუკ
-სერიოზულად გინდა გაიგო ჯიმინ რა მჭირს გინდა გითხრა რატომ ვბრაზობ ან ვყვირი?, შენ შენ ხარ ამის მიზეზი. ამდენი ხანია ერთად ვართ და შენ მხოლოდ იუგიზე ფიქრობ, იუნგიზე ლაპარაკობ და ისევ და ისევ იუნგი გიყვარს
-ჯონკუკ
-შენ გგონია ამის მოსმენა მომწონს, ყელში ამომივიდა, აღარ მინდა იუნგის სახელის გაგონება. შეიგნე რომ ის მოკვდა ჯიმინ, ის შენთან ვეღარ იქნება

✨Where stories live. Discover now