ვინ ან რა არის ადამიანი, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრობს? ეგოისტი თუ პირადი საზღვრების დამცველი? ხშირად ეს უკანასკნელი ისეთივე რთული აღსაქმელია, როგორც თავისუფლების ცნება... ათასი ინტერპრეტაცია და მათგან არც ერთი სამართლიანი. რა თქმა უნდა ყველა იტყვის, რომ საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება ეგოისტი ადამიანის მახასიათებელი ჩვევაა! მაგრამ რატომ? სად არის ზღვარი ეგოისტობასა და საკუთარი, პირადი საზღვრების დაცვას შორის? ამას მოყვება კიდევ არანაკლებ საინტერესო კითხვა...როგორი კეთილი და ამავდროულად ამაზრზენი სურვილია იყო ყველასთვის კარგი. ჯდებოდე ყველას გემოვნებაში და აკმაყოფილებდე ყველას მოთხოვნას. ვერ ეუბნებოდე უარს მხოლოდ იმიტომ რომ შენზე ცუდად არ იფიქრონ ზუსტად აქ შეიძლება ითქვს რომ მსაგვსი ფიქრები ეგოისტურიც არის რაღაც მხრივ ... შენ ცდილობ იყო საუკეთესო ყველას თვალში და ამით ქვეცნობიერის დონეზე აუფასურებ სხვების მცდელობას იყვნენ უბრალოდ კარგები მაინც. ზოგადად რას ნიშნავს იყო კარგი? აკეთებდე მხოლოდ სიკეთეს? გიყვარდეს ყველა ? მოსწონდე ყველას? თუ იყო ის ვინც ხარ ? ბოლო ვარიანტი გამორიცხულია რადგან იყო ის ვინც ხარ და ამავდროულად სხვისთვის კარგი ეს ისეთივე იშვიათი შემთხვევაა, როგორიც თოვლი უდაბნოში ანუ თითქმის შეუძლებელიც. ან სულაც რატომ უნდა მოსწონდე ყველას? რატომაა ადამიანთა უმრავლესობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოსწონდეს ყველას? საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ როდესაც გონებაში მსგავსი კითხვა გაგიელვებს მაშინ როცა მთელი ცხოვრება ყველას მოსწონხარ და ნებისმიერი ვინც გიცნობს კარგად გახასიათებს... ეს კითხვა იმდენად დიდ დისჰარმონიას მატებს შენს გონებას რომ... ამის აღწერაც შეუძლებელია. ეს კითხვა კი სულ უფრო ხშირად გიტრიალებს გონებაში შენ კი გამალებით ცდილობ მოიშორო, მაგრამ ის ობობის ქსელივით მოიცავს ჯერ მხოლოდ შენს ფიქრებს მერე გონებას და ბოლოს მთელს შენ არსს. უარეს დისბალანსს გრძნობ მაშინ, როცა ამ კითხვას უკვე მოცული აქვს შენი გონება და ბაც... ვიღაც დახმარებას გთხოვს... და როცა შენ ამ დახმარების გაწევის ხარჯზე საკუთარ თავს ეუბნები უარს ცოტაოდენ დასვენებაზე ან თუნდაც შენთვის უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობაზე მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც პირობითად გვანცამ არ იფიქროს : უი, ნახე უარი მითხრა, არ მოველოდი მისგან ნწ ნწ ნწ... ბუნებრივია ამ უარის შემდეგ ნეგატიური ფიქრები გვანცაზე მეტად შენ გეუფლება, რადგან იმაზე მეტს ფიქრობ ვიდრე საჭიროა და ვიდრე ამას ის გვანცა აკეთებს, მაგრამ ფაქტია საბოლოო ჯამში საკუთარ თვალში ისევ შენ გამოხვედი საშინელი ადამიანი და ეს გრძნობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება, გაგრძელდება იქამდე სანამ შენი აზროვნება არ შეიცვლება, სანამ არ გაითავისებ რომ უარის თქმა ცუდი არ არის, რომ შენც გაქვს გრძნობები, რომ შენც ისეთივე ადამიანი ხარ როგორც გვანცა, რომ შენც შეგიძლია ზოგჯერ მაინც საკუთარ თავს უთხრა კი და სხვას როგორც იქნა შენი პირველი არა. ზოგჯერ გვიჭირს იმის გააზრება რომ მაშინ როდესაც ყველას, ყველგან და ყველაფერზე ეუბნები კი -ს ამავდროულად ეუბნები არას- ს საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს და საკუთარ მეს, რომელიც ასე დაღლილია იმით რომ მას ესმის ყველასი მისი კი არავის...

YOU ARE READING
რა არის ადამიანი
Spiritualის რასაც გრძნობს თითოეული უჯრედი მაგრამ ვერ გრძნობს გონება...