თავი 1.

86 6 3
                                    

უზარმაზარი ხის მოჩუქურთმებული კარი ძლივს-ძლივობით შეაღო საშუალო სიმაღლის, ოქროს მაქმანებიან კაბაში და ამავე ფერის ქუდში გამოწყობილმა გოგონამ.

- ახალი ნახატები მოიტანეს?

-დიახ ქალბატონო რობერტს, აქეთ წამობრძანდით.

- საჭირო არ არის, თავად გავიგნებ გზას.

უზარმაზარ დარბაზში შესვლისას მალევე იგრძნო ნაცნობი აურა სიმშვიდისა, ირგვლივ მხოლოდ გოგონას ფეხსაცმლის კაკუნი ისმოდა. დილაადრიან მოსულიყო, არ უყვარდა ხალხმრავლობაში დაეთვალიერებინა მისთვის საყვარელი ნახატები, ასე მთელს სიამოვნებას ფერი ეკარგებოდა.

''ოთახი'' ასე ერქვა იმ ადგილს სადაც უჩვეულოდ კარგი ნახატები იყო გამოფენილი, რომელზეც უამრავი სხვა და სხვა სახის ემოცია იყო გამოხატული.

ესა თუ ის ფერი ისე ერწყმოდა ერთმანეთს რომ ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში იყო.

ნახატებზე დაკვირვებისას სულაც არ იფიქრებდით რომ ეს ხელით არის შექმნილი, გეგონებოდათ თითქოს მხატვარი იმ კონკრეტულ მომენტში იქ იყო და ადამიანები რომლის წყალობითაც ეს ნახატები შეიქმნა აიღეს და აქ გადმოასახლეს, ამ ნახატებში დაიდეს ბინაო.

უამრავი ფერი რომელიც სხვა და სხვა ემოციას გამოხატავს, რომელიც შენს სულში აღწევს, რომელსაც თვალს ვერ წყვეტ და ერთხანს შიში გიპყრობს იმისა რომ ვინმემ ხედვის არეალიდან არ გააქროს.
ეს იგივეა ჰაერი აღარ მიეწოდებოდეს შენს ფილტვებს. შემდეგ როგორ იარსებოს სულმა რომელიც სულ მთლად გაუფერულდება?

ერთი, მეორე, მესამე თვალი ვერ ნაყრდება ცქერით, სულს მეტი და მეტი სურს.

და აი ერთ-ერთი ნახატის წინ, კრძალვით დგება გოგონა რომლისთვისაც მხატვრობა ერთი დიდი თავგადასავალია.

იმავე ნახატთან რამოდენიმე წამში უცხო პიროვნება დგება, ერთხანს ნამუშევარს, შემდეგ კი რობერტსების ულამაზეს ქალიშვილს შესცქერის.
გოგონას მისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია, მეტიც მისი იქ ყოფნა მანამდე ვერ შეამჩნია სანამ ყმაწვილმა ხმა არ ამოიღო.

სავსე მთვარის ქვეშ/Under the full moonМесто, где живут истории. Откройте их для себя