თავი 2.

32 4 4
                                    

გოგონა ზრდილობის ნიშნად იღიმის თავს ნელა, მოხდენილად ხრის შემდეგ კი წელში იხრება და ოფიცერის მიერ ძირს დაგდებულ ჯვარს იღებს, უკვე მზად არის მოსალოდნელი ტკივილისთვის რომელიც ამ პაწაწინა, თუმცა ამავე დროს დიდი ძალის მქონე ნივთის აღებას ახლავს თან,

მან იცის რომ ეტკინება, იცის რომ ტკივილი გაუსაძლისი იქნება. განა აქამდე ვინ გადარჩენილა ტკივილს.

მაგრამ ჰოი საოცრებავ არანაირი არაფერი... ეს რომ მის ძმას გაეკეთებინა ალბათ მთლიან ხელს დაუწვავდა თუმცა გოგონა ვერაფერს გრძნობს.

რას უნდა ნიშნავდეს ეს?

- ინებეთ.

- გმადლობთ.

ოფიცერი იმედგაცრუებულია, ეგონა რობერტსების ოჯახი რომლებიც კარგად ინიღბებიან და რომლთა მიმართაც ეჭვები გააჩნია, როგორც იქნა გამოიჭირა. თუმცა იმედი გაუცრუვდა.

- მაშ რადგან უკვე თქვენი ქალიშვილი და ვაჟიშვილი შინ 'უვნებელნი' დავაბრუნეთ ჩვენი წასვლის დროც მოვიდა.

უვნებელნი? ეს შენ უნდა იყო მადლობელი იმისთვის რომ უვნებელი ხარ.

- კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და ბოდიში.

უთხრა საკმაოდ აღელვებულმა უფროსმა რობერტსმა.

ოფიცრის წასვლის შემდეგ ოთახში აღელვებისაგან ადგილს ვერ პოულობს და ბოლთას სცემს ბატონი ვიქტორი რომელიც შვილებისაგან ახსნა-განმარტებას ელოდება.

- ხვდებით რომ ჩვენი საიდუმლო გამოაშკარავების წინაშე დააყენეთ? ეს ვისი იდეა იყო?

მამამ შეკითხვა დასვა, თუმცა ვაი რომ პასუხი მისთვის ისედაც ნათელია. რომ გეკითხათ შენი ექვსი შვილიდან ყველაზე მეტად ვის ენდობიო დაუფიქრებლად გაგცემდათ პასუხს რომ აზრიელს.

ავისმომასწავლებელი თვალებით მიუახლოვდა ანასტასიას რომლის ფიქრებიც ახლა აქ არ არის, არამედ იმ დროს იმ მომენტში დარჩა როდესაც რაზმის მეთაურს ძირს დაგდებული ჯვარი მიაწოდა.

სავსე მთვარის ქვეშ/Under the full moonМесто, где живут истории. Откройте их для себя