სახლში მისულმა ანასტასიამ უჩვეულო რამ იგრძნო, იგრძნო თუ როგორ ითხოვდა მისი სხეული რაღაც ახალს და ნამდვილს.
- ჯერ კიდევ არ ხარ მზად? - ჩაფიქრებულს უეცრად მამის ხმა მოესმა. - სადაცაა ჩვენი ეტლი მოვა იჩქარე.
ანასტასიას სიტყვაც კი არ დაუძრავს ისე გაეშურა თავისი ოთახისაკენ, კარი ფრთხილად მიიხურა და მზადებას შეუდგა.
სხეულით აქ იყო ფიქრებით სხვაგან.
ფიქრობდა ყველაფერზე რაზეც კი შესაძლებელი იყო.ეს ბოლო დრო მის სულში არეულობა სუფევდა. ფიქრობდა, განა არსებობდა რამე რასაც შეეძლო სულის ყვირილის ჩახშობა. დიახ მისი სული ყვიროდა, მაგრამ მისთვის გაუგებარი იყო რას ითხოვდა.
ყველაფერს გაიღებდა ოღონდაც დედა ახლა მის გვერდით ყოფილიყო, მის კალთაში თავი ჩაერგო და ატირებულიყო.
ცრემლები, ტირილი ეს სწორედ ის ემოციაა რაც დედის გარდაცვალების შემდეგ მის სახეზე არ გამოსახულა.
არადა ეშმაკმა დალახვროს, რამდენჯერ ყოფილა მომენტი როცა უნდოდა შინაგანი ხმა რომელიც რკინის გისოსებში ჰყავდა გამოკეტილი, გაეთავისუფლებინა და არე-მარე მისი ყვირილით შეეძრა.
დედის აქ ყოფნის ჟამს მის ირგვლივ ვერაგი წყვდიადი რომელშიც საკუთარი თავის დაკარგვა ძალზედ ადვილი იყო გოგონას გარს არ ეხვეოდა. დედა-შვილური სიყვარული იმდენად დიდი და ჭეშმარიტი იყო, რომ ამ ბარიერის გადალახვის ძალა არავის შესწევდა. ისინი ერთად იმხელა ძალას წარმოადგენდნენ, რომ მათ ფონზე ირგვლივ ყველა და ყველაფერი უსუსურდებოდა.
გყავდეს გვერდით ადამიანი რომელიც გაძლიერებს და რომელსაც აძლიერებ, რომელიც გიყვარს და უყვარხარ უანგაროდ ყოველ მიზეზგარეშე ნამდვილი ნეტარებაა.
ჩაფიქრებული, მოულოდნელი ხმაურისაგან კრთება და მზერას ფანჯარას აპყრობს.
ფანჯარაზე ბუ ისე შემომჯდარიყო თითქოს იქაურობა მას ეკუთვნოდა, მედიდურად თავი აუწევია და თავისი დიდი თვალებით გარშემო ყველაფრის შთანთქვას იწყებდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
სავსე მთვარის ქვეშ/Under the full moon
Vampirosერთადერთი რასაც შეუძლია მომკლას ეს შენი არაფრის მთქმელი თვალებია, თვალები სადაც სიცარიელის გარდა ვერაფერს დავინახავ. ლონდონი, რობერტსების ოჯახი, ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ამავე დროს კი საკმაოდ მისტიური. ვინ იფიქრებდა რომ მათი სისხლი უკვე დიდ...