2022 წლის 22 თებერვალი.
ჩანაწერი 1:
სეული. სამხრეთ კორეა.
გამარჯობა მე ვარ ესტი, 19 წლის. დავიბადე სეულში, მაგრამ ვსწავლობ ბუსანში, ერთერთ უნივერსიტეტში. ახლა სეულში ვბრუნდები, რადგან არდადეგებია და მშობლების ნახვა მინდა. მოკლედ გეტყვით მე ვარ ქერათმიანი და ყავისფერ თვალებიანი მაღალი გოგონა, ფიზიკურად ძლიერი ვარ, თოფის ხმარება კარგად ვიცი, ლამაზი, გონებამხვილი, მეგობრული და მხიარული გოგონა ვარ, მაგრამ ჩემთან ჯობია არ იჩხუბოთ, რადგან ვერ მომერევით. მეგობრები მყავს, მაგრამ მტრებიც საკმაოდ.
მე:
-------------------------------------------------------------------------------------
5:00
მატარებლის სადგური. სეული, სამხრეთ კორეა.
ჩამოვდივარ მატარებლიდან. ვიღებ ტელეფონს და ვურეკავ მამას, რადგან მითხრა, რომ მომაკითხავდა. სანამ ზარი გადის ვხედავ ვიღაც ქალს, რომელსაც სისხლი აღებია და ძირს დაეცა. მასთან სადგურის დაცვა მივარდა და ექიმებთან რეკვა დაიწყეს. ყველა ირგვლივ დასტრიალებდა. მის მოფხიზლებას ცდილობდნენ. მე დიდად არ მივაქციე ყურადღება თუმცა ცოტათი შემეშინდა, რადგან ვერ მივხვდი რატომ უნდა აღებიოს ადამიანს სისხლი. მამას ვურეკავდი, მაგრამ ის არ მპასუხობდა, ტაქსის გამოძახება ვცადე, მაგრამ პროგრამები არ ირთვებოდა. უკვე ავღელდი. ჩემს ირგვლივ ხალხმა სირბილი დაიწყო. ზოგი კიოდა, ზოგი მეჯახებოდა და იძახდა გაიქეციო. ბევრს აღებიებდა სისხლით, ბევრი უგონოდ იწვა, ხალხი ერთმანეთში ირეოდა, მე კი დაბნეული ვიდექი. ბოლოს მოვიაზრე გაქცევა და სადგურიდან გარეთ გავვარდი. იქ სიტუაცია უარესი იყო. დასისხლიანებული ხალხი დადიოდნენ, მაგრამ ისინი ადამიანები აღარ არიან.... ბევრი ადამიანი უგონოდ იწვა. შემეშინდა, არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. უცებ მანქანა შევნიშნე და მივვარდი. გამიმარღლა კარი ღია იყო და საბედნიეროდ გასაღებიც შიგნით დამხვდა. მანქანაში სწრაფად ჩავჯექი, კარი მოვიჯეხე და დავქოქე, გაზს დავაჭირე და უბრალოდ მივუყვებოდი გზას. ფანჯრებიდან ხალხს ვხედავდი, მაგრამ ისინიც ალბათ აღარ იყვნენ ადამიანები. რადიოს ჩართვა ვცადე ჯერ არ იჭერდა, მაგრამ ბოლოს ჩაირთო და გავიგონე ქალის ხმა: