ჯონკუკი ჯიმინს ეხუტებოდა, ჯიმინი კი ისევ ტიროდა
-ჰეი ჯიმ გთხოვ ნუ ტირი რა
-მაპატიე
-დამშვიდი ასეთს რომ გხედავ გული მისკდება
-მაპატიე გუჯიმინი ჯონკუკს უფრო მოეხვია
-ჯიმ შემომხედეჯიმინი ისევ ეხუტებოდა
-ჯიმ შემომხედე
ჯონკუკმა ჯიმინს თავი ააწევინა
-მოდი ჩემთანჯიმინმა ჯონკუკს წელზე ფეხები მოხვია და მუხლებზე დააჯდა
ჯიმინი ჯონკუკს არ უყურებდა ქვევით იყურებოდა და სრუტუნებდა
-ჯიმ მაპატიე ასე რომ წავედი და აგანერვიულე. გაბრაზებას ავყევი და არ მოგისმინე, არ გავითვალისწინე შენი ემოციები და თვითონ შენ, მაპატიე. არ მომწონს თუ როგორ იგდებ ტირილით გულს გთხოვ დამშვიდი
-მართლა მიყვარხარ გუ
-მეც მიყვარხარ
-მართლა მიყვარხარ
ჯიმინი ჯონკუკს ჩაეხუტა
-კარგი დამშვიდი
-აღარ დამტოვო გთხოვ
-ჯიმინ უკვე შეგპირდი რომ ამას აღარ გავაკეთებ
ჯიმინი წამოიწია და თვალებში შეხედა
-შეიძლება ერთი რამ გთხოვო
-კი თუ დამშვიდები და აღარ იტირებ
ჯიმინი თავს უქნევს
-ყველაფერი მესმის და ვხვდები რომ არასწორად ვიქცეოდი, შენიც მესმის და ისიც ვიცი რომ შენც ხვდები მე რას ვგრძნობ. თუ ყველაფერს თავიდან ვიწყებ მინდა რომ სასაფლაოზე ავიდე
-რა?
ჯონკუკს გაოცება დაეტყო
-დღეს ვაპირებდი რომ იუნგის საბოლოოდ დავმშვიდოვებოდი, ამიტომ გითხარი არ დამელოდოთქო მაგრამ მერე შენ......ჯიმინმა ისევ ამოიტირა
-მინდოდა ამეხსნა მაგრამ როცა არჩევანის წინაშე დამაყენე დავიბენი და ვერაფერი გითხარი. მინდოდა მაშინათვე მეთქვა რომ მიყვარდი, რამოდენიმე კვირით ადრეც მინდოდა მეთქვა ეს მაგრამ ამ სიტყვის წარმოთქვა მიჭირდა. გუ ეს მართლა რთულია, არასდროს მეგონა თუ ადამიანი კიდევ შემიყვარდებოდა. ახლა კი როცა გეუბნები რომ მიყვარხარ იცი ეს ჩემთვის რამხელა მიღწევაა. ძალიან მიხარია რადგან ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდი , მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერს ვაფუჭებ და არასწორედ ვიქცევი