ჯონქუქი აერას მიმართ ძლიერმა გრძნობამ სრულიად მოწყვიტა დედამიწას და ცხოვრების რიტმს. ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბიჭის გონება სრულიად ქაოსმა მოიცვა.
ჯეონი ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, თუნდაც სამსახურზე მაგრამ ამაოდ, გულს ვერაფერს უდებდა. ბრაზობდა ყველაზე, მამამისისკენ მიმართულ ბრაზს სხვებზე ანთხევდა, არავის ინდობდა.
მართალია ჯონქუქი მტკიცე ხასიათის იყო, სამსახურში ყოველთვის მომთხოვნი და მკაცრი თუმცა, ახლა ის სრულებით შეიცვალა თავს ვერ თოკავდა თანამშრომლების დაშვებულ პატარა შეცდომასაც კი დიდ პრობლემად აქცევდა.უმეტესად მის კაბინეტში იყო, სავარძელზე მოკალათდებოდა და მთლიან ბოთლ ალკოჰოლს შეექცეოდა და წამებში ცლიდა.
არც ახლა იყო გამონაკლისი თავის კაბინეტში დოკუმენტებით სავსე მაგიდასთან იჯდა, საბუთებს აწესრიგებდა და თან ვისკს სვამდა.
სრულიად მოულოდნელად მისი კაბინეტის კარები დაუკაკუნებლად იღება და ჯიმინი მთელი სისწრაფით შემოდის.-ჯანდაბა ჯონქუქ სულ რამდენიმე დღე დავტოვე ქალაქი და უკვე შეძელი პრობლემების შექმნა არა?
-ჯიმინ შეგიძლია ახლა მაინც მზრუნველი დედიკოს მსგავსად არ დამიწყო ტვინის ტ*ვნა?
-შენ რა სულ გამოსი*დი? ძმაო რა
გემართება? გავიგე ბიძია ჯიჰუნსა და შენს შორის დაძაბული ურთიერთობაა შეგიძლია ამიხსნა რა მოხდა?ჯონქუქმა მამამისის სახელის ხსენებისას წარბები შეკრა
-ზედმეტად ერევა ჩემს ცხოვრებაში! იმ წვეულების გამო ახლა აერას ებრძვის უნდა რომ მალე დავამთავრო ეს ყველაფერი და დავშორდე
-და ესაა ამ ყველაფრის მიზეზი?
უბრალოდ რატომ არ გააკეთებ ამას, მგონი უკვე ეგ შენი გართობა ზედმეტად გაიწელა, სიმართლე გითხრა ვეთანხმები მამაშენს ჯონქუქ.-ყ*ეზე მახატია ეგ თქვენი აზრი! აერას ცოლად შერთვა ჩემი გადასაწყვეტი იყო ამიტომ ახლაც მე თვითონ გადავწყვეტ როდის დავამთავრო ეს ყველაფერი!
YOU ARE READING
იძულებული🔞 (FORCED)🔞
Horror📌კიმ აერა ერთი ჩვეულებრივი გოგონაა რომელსაც სურს იცხოვროს მშვიდად, თუმცა მისი მთავარი პრობლემა ისაა რომ ის ერთადერთი კიმების მემკვიდრეა.🔞🔞🔞