ერთკვირიანი წუწუნის, ჩემი შიმშილისა და უხასიათობის შემდეგ იუნგი დავითანხმე, რომ შელოცვა ქაის წაეკითხა, რომელიც ჯერ კიდევ სარდაფში იყო გამოკეტილი.
-ჯიმინ, მისმინე, ხომ იცი სანაცვლოდ რამეს მოგთხოვს, ამიტომ კარგად დაფიქრდი სანამ შეცდომას დაუშვებ.
-მე ჯონქუქისთვის ყველაფერს გავაკეთებ!
მზიანი დღე იყო. ქაისთან ჩავედი სალაპარაკოდ, ამჯერად იუნგიმ დამრთო ნება და არ ჩავპარულვარ.-მოღალატე მოსულა! ამჯერად რა გინდა რომ შეგისრულოთ "თქვენო უდიდებულესობავ"?
-მისმინე ქაი, აქედან გაგიყვან.
ფრთხილად მივედი ახლოს და ბორკილები გასაღებით გავხსენი. მას გაუკვირდა ეს ყველაფერი ბოლოს კი ყველაფერს მიხვდა.
-მივხვდი კიდევ რაღაცაში გჭირდებით ხომ?
-სიმართლე გითხრა კი, მინდა, რომ შელოცვა წაიკითხო ჯონქუქისთვის.
-ისევ შენ და შენი შეყვარებული... გავაკეთებ! ოღონდ ერთი პირობით.სახლში დავბრუნდი თან ქაიც მივიყვანე. მეორე სართულზე საძინებელში დავაბინავე. შელოცვას კი ღამე წაიკითხავდა, როდესაც ჯონქუქი აქ იქნებოდა.
იუნგი სამზარეულოში შემოვიდა ხელში კი სანთლები ეჭირა.
-ჯიმინ, ქაიმ სანაცვლოდ რა მოგთხოვა?
მე გავწითლდი და ენა დამება.
-სურს, რომ თავი დავანებოთ სამუდამოდ.
-კარგი, მაგრამ კიდევ გაფრთხილებ ისეთი რამე არ ჩაიდინო, რასაც შემდგომში ინანებ.
მასთან ლაპარაკს თავი ავარიდე და მეორე სართულზე ავედი.დაღამდა. ყველანი ერთ ოთახში შევიკრიბეთ. თვით ჯონქუქიც კი, მაგრამ მას მხოლოდ მე და ქაი ვხედავდით.
-იუნგი ეს შელოცვა საიდან გაქვს? მახსოვს, რომ ის მამაშენმა გაანადგურა.
ქაიც აქ, იყო და მის მთელ ენერგიას იკრეფდა შელოცვის.
-ის მე დამიტოვა, სანამ "მოკლავდნენ"!
ქაიმ შელოცვის კითხვა დაიწყო. ისევ ისეთი შეგრძნება მქონდა, როგოც წინათ, მაგრამ ახლა უფრო მძაფრად ვგრძნობდი სიბნელესა და წყვდიადს. თითქოს ეს ყველაფერი ჩემს სულში აღწევდა და იქიდან მგლეჯდა.
მე ჯონქუქთან ვიდექი და ხელი მქონდა ჩაჭიდული, ქაი კი ჩვენ გაცოფებული სახით გვიყურებდა.
როდესაც კითხვას მორჩა ჯონქუქთან მივიდა და შუბლზე თითი დაადო.
-აბა? გამოვიდა? ჰა თეჰი ხედავ მას?
მე აღტაცებული ვიყავი.
-იუნგი, მგონი გშორდები ამისთანა სიმპათიური მოჩვენება არ მინახავს! კი ჯიმინ ვხედავ!
მე ჯონქუქს ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
-ჯიმინ, ახლა სულ ერთად ვიქნებით.
-კი ქუქი ერთად ვიქნებით.
ქაი ოთახიდან გავიდა, იუნგი თეჰის ეჩხუბებოდა მე და ჯონქუქი ცალკე ოთახში გავედით.-ჯიმინ ვერ ვიჯერებ, რომ შემიძლია სულ შენთან ვიყო მთელი დღე.
(ანუ, როდესაც ჯონქუქს ვერ ხედავდნენ ის ფაქტობრივად ამ სამყაროში არ იყო. სიბნელეში, იყო ქაიმ კი დიდი ენერგია გამოიყენა, რომ ამ სიბნელიდან ამოეყვანა).
-ბოდიში ქუქი ქაის, რომ მოუწია ამის გაკეთება. სხვა გზა არ გვქონდა.
-არაუშავს მთავარია აქ არასდროს დაბრუნდება და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით სამუდამოდ.
მას ჩავეხუტე და საწოლზე დავწექით. დიდი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს საბოლოოდ კი დაღლილებს ჩაგვეძინა.ჯონქუქის POV.
ღამე გამეღვიძა, მაგრამ ჯიმინი საწოლში არ დამხვდა.
მისი ძებნა დაბლა დავიწყე. იქ, რომ ვერ ვნახე ისევ ზემოთ ამოვედი.
ოთახში უნდა შევსულიყავი, როდესაც ხმა მომესმა გვერდით ოთახიდან, სადაც ქაის ეძინა.
კარები ნელა გავაღე და ნეტა არც შევსულიყავი.
თავიდან მეგონა მეჩვენებოდა და ეს ჯიმინი არ იყო, სანამ მისი წვრილი და ლამზი ხმა არ გავიგე.
-გთხოვ ცოტა ჩქარა...
ადგილზე გავშეშდი არ ვიცოდი რა მექნა, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. ტირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი. თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა, ყვირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვყვიროდი. მინდოდა ჯიმინისთვის მეყვირა ამ ყველაფრის შემდეგ რა გამიკეთა?! ამის ღირსი ვარ მე მისგან?!
ოთახიდან გავიქეცი, ტკივილი და სიბრაზე ერთად აირია ჩემს გრძნობებში და თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. "ჩვენს" ოთახში შევედი ლოგინზე ჩამოვჯექი და პატარა ბავშვივით ავქვითინდი: ჩუმად, აუღელვებლად, მგონი პანიკური შეტევა მქონდა და ვეღარ ვსუნთქავდი.

ESTÁS LEYENDO
Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)
Fanficმინ იუნგი, ბაბუისგან მემკვიდრეობით დანატოვარი ,დიდი, სახლის მფლობელი ხდება. იგი ეძებს ამ სახლის დიასახლისსა და მზარეულს.ამ დროს კი ღარიბი, მაგრამ უმშვენიერესი ჯიმინი და თეჰიონი გამოჩნდებიან...