ბრძოლა სიკვდილთან 3

3 2 0
                                    

ჩანაწერი 3:

7 მარტი 2022 წელი.

5 დღე გავიდა რაც აქ მოვედი. უკვე მივეჩვიე დილით 6 საათზე ადგომას. ქეიჯის, ვივის და მიას კარგად დავუმეგობრდი. მათ მომიყვეს, რომ ჰეილი ძალიან მკაცრია და ყველაფერს პირში ამბობს ხოლმე. ამასაც შევეგუე.  დღეს ჰიუნჯინმა სროლაში უნდა გვავარჯიშოს. ასეთი ვარჯიშები კვირაში 2-3 ჯერ გვიტარდება,რომ არ დავკარგოთ სიძლიერე. 3 ჯგუფად გაგვყეს. 1 ჯგუფში 2 ადამიანი.  ყველა ჯგუფს საკუთარი სამიზნე ჰქონდა. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უფრო მეტ ტყვიას მოახვედრებდა სამიზნეს. ჰიუნჯინი და ჰეილი ერთად იყვნენ. მე და ჯონქუქი ერთად. თეჰი და ქეიჯი ერთად. 

ჰიუნჯინი: მოემზადეთ! სროლა დაიწყო!

ყველამ სროლა დავიწყეთ. მე სწრაფად ვისვროდი და პირდაპირ ცენტრში ვახვედრებდი, არც ჯონქუქი ჩამომრჩებოდა.

ჯონქუქი: ყოჩაღ! მიდი კიდე ისროლე!

ჯონქუქი მამხნევებდა და მე ეს მოტივაციას მაძლევდა, მაგრამ ყველაზე მეტს მაინც ჰიუნჯინი და ჰეილი ისროდნენ.

ჰეილი: დაყარეთ იარაღები!!! დრო ამოიწურა!!!

ჰიუნჯინი: პირველ ადგილზე მე და ჰეილი. მეორე ადგილზე ესტი და ჯონქუქი. ყოჩაღ თქვენ არ ველოდი სიმართლე გითხრათ. მესამე ადგილზე ქეიჯი და თეჰი. თუმცა მხოლოდ  1 ტყვიით წააგეთ ჯონქუქთან და ესტისთან ამიტომ არაუშავს. იავარჯიშეთ მე წავედი.

ყველა დავიშალეთ. ჯონქუქი ჩემთან მოვიდა.

ჯონქუქი: წამოდი ვისადილოთ

ესტი: არ მშია

ჯონქუქი: ვიცი, რომ გშია

ჯონქუქმა ხელი ჩამკიდა და სადილზე წამიყვანა. ამ დროს  მშვილდოსნებთან ნაკრებში მია და ლუნა ვარჯიშობდნენ. თეჰიონი ლუნასთან მივიდა.

თეჰი:ლუნა

ლუნა: გისმენ

თეჰი: არ გშია?

ლუნა: კი ძალიან

თეჰი: მაშინ წამოდი ვჭამოთ

ბრძოლა სიკვდილთანМесто, где живут истории. Откройте их для себя