12

43 3 1
                                    

თეჰიონი და ჰოსოკი ჯიმინის სახლში მივიდნენ
-ჰეი თე როგორ ხარ

ბიჭები უკვე მისაღებში იყვნენ და მოესწროთ დალევა
-კარგად ჯიმ. როგორ დაისვენეთ?
-ძალიან კარგი იყო

თეჰიონი ნამჯუნის და ჯინის გვერძე დაჯდა
-როგორ ხარ თე, მოიცა სახეზე რა გჭირს
ნამჯუნმა თეჰიონს სახეზე ხელი მოკიდა
-იტირე?
-არა უბრალოდ მეძინა და თვალები მოვისრისე

ნამჯუნი მიხვდა რომ ატყუებდა მაგრამ თავი დაანება
-რას დალევ თე
უთხრა ჯიმინმა
-ლუდს. გაქვს?
-კი მოგიტან

ჯიმინი სამზარეულოში წავიდა და უკან ლუდის ბოთლით დაბრუნდა
-აი გამომართვი

თეჰიონს თვალი ჯიმინის ხელზე მიუშტერდა, რადგან მან ვერ დაინახა მისი სამაჯური რომელიც მათი მეგობრობის პირველ წელს აჩუქა, საუკეთესო მეგობრობის აღსანიშნავად.

თეჰიონი თან გაბრაზდა, ნუთუ მოიხსნა? ის ხომ მას ამდენი წლის განმავლობაში არ იხსნიდა ახლა რატომ არ უკეთია?

თეჰიონი ცოტაც და ატირდებოდა
-სად არის სამაჯური
-რა სამაჯური?
-ხელზე არ გიკეთია, შენ რა მოიხსენი?

მკცრად და ცივი სახით შეხედა თეჰიონმა თვალებში და ხელზე ძლიერად მოუჭირა
-ზღვაზე მოვიხსენი რომ არ დამკარგვოდა, ბარგში მიდევს, ოთახში მაქ, მოვძებნი და გავიკეთებ
-მისი მოხსნა რთულია თუ არ გაგიწყდა ან არ გაჭერი ისე ვერ მოიხსნი. შენ ის ძალით გაწყვიტე?

თეჰიონი ნაწყენი მიუბრუნდა ბიჭებს
-თე
-შემეშვი
-გავიკეთებ არ გაბრაზდე რა

თეჰიონმა სწრაფად გამოართვა ლუდი

ჯიმინი ვერ მიხვდა თეჰიონს რა ჭირდა.

-მე მოსაწევად გავალ
თეჰიონი ადგა
-გამოგყვები

თეჰიონი და ჰოსოკი აივანზე გავიდნენ
-ჰეი კარგად ხარ?
-კი გადასარევად, რაიყო?
-თაე
-ჰოს კარგად ვარ შემეშვი
-ქვევით თავს ვერ აკონტროლებდი
-ვცდილობდი მაგრამ ჯიმინს ჩვენი მეგობრობის აღსანიშნავი სამაჯური არ ეკეთა და გადამეკეტა
-ხო მაგრამ თუ ასე გააგრძელე ჯიმინი მიხვდება რომ მოგწონს
-რას ნიშნავს ჯიმინი მოგწონს?

✨Where stories live. Discover now