მეორე ოთახიდან შემოსული უცნაური ხმები, ღამის წყვდიადში იკარგებოდა, რომლებიც ჯონქუქამდეც აღწევდა. დიდი ხნის ტირილის შემდეგ, როგოც იქნა ჩაეძინა. ცოტა ხანში კი ჯიმინიც შემოვიდა, ცრემლიანი სახითა და ხელების კანკალით გულში ყვიროდა, სულიერად იტანჯებოდა, არ სურდა ჯონქუქი გაეღვიძებინა გვერდით მიუწვა მას ისე, რომ არც კი შეხებია. მალევე მასც ჩაეძინა.
დილით ჯიმინი იღვიძებს, ახსენდება ყველაფერი რაც გასულ ღამეს მოხდა ის თუ, როგორ შევიდა ქაისთან და პირობა შეასრულა. იგი მხოლოდ ახლა იაზრებს თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა. ახლა ჯონქუქს თვალებში, როგორ შეხედოს? როგორ შეეხოს ისე, რომ არ გაახსენდე ის ამაზრზენი ღამე ქაისთან მისი შეხება და მოგუდული კვნესა ყოველი ბიძგისას.
პირველ სართულზე, რომ ჩადის ყველას მას უყურებს თითქოს იციან რაც ჩაიდინა გასულ ღამით. იქვე ამჩნევს ჯონქუქსაც, რომელიც დაბნეული უყურებს წიგნს თითქოს სურს სხვებს დაანახოს, რომ კარგად არის, მისი გული ისევ ძგერს.
-ჯიმინ! შემთხვევით ხომ არ იცი ქაი სადაა?
ამ კითხვაზე ყველამ ყურადღება ჯიმინზე გადაიტანა, ჯინქუქმაც ცივი მზერა სტყორცნა მას.
-მ... მე ა...არ ვიცი ალბათ წავიდა.
სიჩუმე ჩამოწვა, ყველანი მაგიდას მიუსხდნენ და ჭამა დაიწყეს. ყველა გემრიელად შეექცეოდა საჭმელს, ჯონქუქისა და ჯიმინის გარდა. ჯონქუქს საჭმელი არც სჭირდებოდა, რადგან ის ფაქტობრივად მკვდარია ჯიმინი კი... მას უბრალოდ მადა არ ჰქონდა.
-ჯიმინ წამოდი ცალკე სალაპარაკო მაქვს.
იუნგი და ჯიმინი მეორე სართულზე ავიდნენ.
-ვიცი გუშინ ღამით რაც მოხდა.
ჯიმინი ადგილზე გაიყინა, ენა დაება და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა.
-საა...საიდან იცი?
სუსტი ხმით დაიკნავლა.
-ერთხელ მეც დავდე მასთან ამგვარი ხელშეკრულება, სადაც ის ჩემს სხეულსა და სულს ითხოვდა.
მან უფრო უმატა ტირილს.
-ეს ჯონქუქმაც იცის.
ჯიმინმა კიბე სწრაფად ჩაირბინა, ჯონქუქი კი დაბლა დახვდა უემოციო სახით.
-ჯიმინ! რატომ ტირიხარ?!
თეჰიონი სასწრაფოდ მასთან მივიდა.
-მაპატიე! ეს არ უნდა გამეკეთებინა...
ის ისევ უემოციო სახით უყურებდა მტირალა ჯიმინს.
-მაპატიეეეე...
-ჯიმინ დაწყნარდი.
ჯიმინი თეჰიონს ხელიდან დაუსხლტა და ჯონქუქთან გაიქცა.
-გთხოვ! არ მინდოდა! მართლა! არ ვიცოდი რას ვაკეთებდი...
-მობოდიშება უკვე გვიანია! ეს არ უნდა გაგეკეთებინა!
ჯონქუქმა ჯიმინს სახეში ხელი გაარტყა და უკვალოდ გაუჩინარდა.
ჯიმინი ვეღარ სუნთქავდა პანიკაში იყო, ხელებით ყელს იკაწრავდა და ცდილობდა ყელში გაჩხერილი ბურთი როგორღაც გადაეყლაპა, ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა საბოლოოდ კი მან გონება დაკარგა.
-იუნგი დამეხმარე! საავადმყოფოში წავიყვანოთ.
თეჰიონი გზაში გაუჩერებლად ტიროდა და ჯიმინს თმაზე ეფერებოდა.
-ცოტაც გაუძელი ჯიმინ, მალე მივალთ.როდესაც ჯიმინმა გონება დაკარგა, ჯონქუქი მეორე სართულზე იყო და ჩუმად ტიროდა. ფიქრობდა, რომ ჯიმინს ასე არ უნდა მოქცეოდა, უნდა მოესმინა მისთვის, მან იცოდა, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა.
დაბლა ჩასვლას აპირებდა, უნდოდა მოებოდიშა, რომ ასე ცუდად და უხეშად მოექცა მას. დაბლა, რომ ჩავიდა იქ არავინ დახვდა, სახლის კარები ღია იყო. გაახსენდა ძველი დრო როდესაც აქ, ამ სახლში, მარტო იყო, არავინ ყავდა ამ დროს კი მიხვდა, რომ ჯიმინი მისთვის მისი მთელი ცხოვრება იყო, მისთვის შექმნილი წიგნი, რომელიც უნდა წაეკითხა და არ უნდა დაეხია ნაფლეთებად. მას ვიღაც იდიოტის გამო, ვერ დაშორდებოდა და ვერ ატკენდა გულს.საღამოს იუნგი სახლში მარტო დაბრუნდა, ჯონქუქი შემოსასვლელში დახვდა. ფიქრებში გართულმა ვერც გააცნობიერა, როგორ შემოვიდა იუნგი.
-ჯონქუქ კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ. ჯიმინი სადაა? დამტოვა? წავიდა თეჰიონთან ერთად? ალბათ ჩემ გამო გაბრაზებულია.
-არა მას ძალიან უყვარხარ. იმდენად უყვარხარ, რომ შენი გულისთვის იმ საზიზღარ ნაბიჭვართან "სულისა და სხეულის" გარიგება დადო. როდესაც სიმართლე გაიგო მან ისევ ტირილი დაიწყო.
-ახლა სადაა? მინდა ბოდიში მოვუხადო ყველაფრისთვის.
-ის ახლა საავადმყოფოშია. შენთან ჩხუბის შემდეგ ცუდად გახდა.
მისმა თვალებმა წითლად გაანათეს, შავი ფრთები გამოთავისუფლდნენ და ცაში აიჭრნენ.
VOCÊ ESTÁ LENDO
Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)
Fanficმინ იუნგი, ბაბუისგან მემკვიდრეობით დანატოვარი ,დიდი, სახლის მფლობელი ხდება. იგი ეძებს ამ სახლის დიასახლისსა და მზარეულს.ამ დროს კი ღარიბი, მაგრამ უმშვენიერესი ჯიმინი და თეჰიონი გამოჩნდებიან...