***

400 56 29
                                    




10 რამ, რაც ჯონგუკში მძულს!

კითხულობს თეჰიონი ფურცელზე ჩამოწერილ 'ჯონგუკის სიძულვილის 10 მიზეზს' და თან ეღიმება, რადგან იცის რომ ჯიმინს არათუ ადამიანის, ქვეწარმავლის შეძულებაც კი არ შეუძლია. ისევ ეღიმება და კითხვას აგრძელებს.

1. მძულს, წუთი, როცა პირველად დავინახე.
2. მძულს, როცა თემინს უყურებს.
3. მძულს, როცა სხვას უღიმის.
4. მძულს, როცა ყველასთან მეგობრულია.
5. მძულს, როცა ცდილობს დამამციროს.
6. მძულს, როდესაც ცდილობს გამამწაროს.
7. მძულს, როცა იღიმის.
8. მძულს, როცა მისი თვალები ჩემსას ხვდება.
9. მძულს, როცა სხვას ეხება.
10. მძულს, რადგან მძულს!...

თეჰიონს ისევ ეღიმება და ფურცლის მაგიდაზე დაბრუნებას აპირებს, ამ დროს ოთხაში ჯიმინი შემოდის და თეჰიონს გაბრაზებული მივარდება, ხელიდან ფურცელს ართმევს და ძლიერი მოჭერით კუჭავს მუჭში.

-თეჰიონ, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას როდის მოეშვები? ებუზღუნება გაბრაზებული და თან სახე უწითლდება.

-არასდროს. ჯიმინ სია ჩემზეც შეადგინე? და თეჰიონს ისეთი სიცილი უტყდება, სულს ვერ იბრუნებს.

ამაზე ჯიმინი უარესად ბრაზდება და მუჯლუგუნს უთავაზებს.

-ჯიმინ.. კარგი რა.. გეყოს.. იცინის ისევ თეჰიონი და ცდილობს შეწყვიტოს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის.. -ჯიმინ, ჯონგუკი მართლა ასე გძულს? რა დაგიშავა?

ჩემი სიძულვილის 10 მიზეზიWhere stories live. Discover now