-თეჰიონ რა ჯანდაბას ამბობ. რა სისულელეა , მითხარი რომ ხუმრობ
თეჰიონი ძირს იყურებოდა და ტიროდა
-ამიტომ არ მინდოდა ამის თქმა.
-რა ჯანდაბას ნიშნავს ეს?
-.......
-თეჰიონ მიპასუხე რას ნიშნავს ეს
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ
-რატომ გიყვარვარ ან საერთოდ, რამდენი ხანია ეს ხდება?
-მე
-მიპასუხე
ჯიმინი ყვიროდა
-არ ვიცი ჯიმინ არ ვიცი
-რას ნიშნავს არ იცი? რამდენი ხანია ამას მალავ
-მეთვითონ რამოდენიმე დღის უკან მივხვდი
-რატომ ეს ეს რატომ ხდება, არ შეიძლებოდა რაიმე სხვა გეთქვა. ეს რატომ . არ შეიძლებოდა სხვა პრობლემა გქონოდა რომელსაც გადავჭრიდით. ეს რა ჯანდაბაათეჰიონიც გაბრაზდა და ფეხზე წამოდგა
-შენ მაიძულე, შენ მაიძულე ამის თქმა. მე არაფერს ვაპირებდი. არ ვაპირდებდი შენსა და ჯონკუკის ურთიერთობაში ჩარევას. ჩუმად ყოფნა ვარჩიე რომ არ გამენადგურებინე. შენზე ვიზრუნე ისევ და საკუთარი თავი დავიკიდე მაგრამ შენ გამომტეხე და სხვა გზა არ დამიტოვე. გითხარი თუ გეტყოდი ორივეს გვეტკინებიდა, გითხარი რომ ამას ვეღარ ვუშველიდით მაგრამ შენ ეს არაფრად ჩათვალე და მაიძულე ბოლომდე მეთქვა ის რისი დამალვაც მინდოდა
-მე დახმარება მინდოდა რა ვიცოდი თუ ასეთ სისულელეს მეტყოდი
-სისულელეს ანუ ჩემი გრძნობები შენთვის სისულელეა
-იმას ვამბობ რომ ახლა არ ვიცი რა გავაკეთო
-ვერაფერს იზამ ისე გააგრძელე ცხოვრება როგორც ახლა
- ახლა ამით ყველაფერი შეიცვლება, ვერაფერს გავაგრძელებ ძველებურად
-შენ რომ ჩემთვის თავი დაგენებებინა ასე არ მოხდებოდა. ახლა ამის გამო მეგობრები ვეღარ ვიქნებით ჯიმ, ერთმანეთან ახლოს ვეღარ ვიქნებით. რატომ მაიძულე ეს , ეს არ მინდოდა. ახლა გატკინე და მეც მეტკინა. ბედნიერი ხარ ახლა?
ყვიროდა თეჰიონი . გამვლელები მათ უყურებდნენ
-ჯონკუკს ვერ მივატოვებ, ის მიყვარს და ცხოვრებას ვერ დავუნგრევ, მას ჩემს მეტი არავინ ყავს
-არც არავინ გთხოვს მიტოვებას ჯიმინ. ვერ გაიგე რას გეუბნები? ვინ გეუბნება მიატოვეო პირიქით გეუბნები , გეხვეწები რომ ბედნიერი იყო და ჯონკუკთან წახვიდე
- ეს სიგიჟეა. რაღაც ხუმრობაა