13💀

363 43 4
                                    

მე და მინი საავადმყოფოში ვიყავით, როცა ჯონქუქი მოვიდა. მოვიდა არა უფრო ფანჯარაში შემოფრინდა თავის დიდი შავი ფრთებით, რომლებიც ყორნის ფრთებს მოგაგონებდათ.
-ჯიმინს რა დაემართა? როგორ არის?
-ის კარგადაა, ექიმმა თქვა რომ დასვენება სჭირდება.
-ექიმი რა არის?..
-ამას სერიოზულად მეკითხები?
-კი...
*სიჩუმე ჩამოწვა
ჯონქუქი ისეთი თვალებით მიყურებდა თითქოს ჩემგან რაიმეს თქმას ელოდა.
-მოკლედ, ის კარგადაა და არამგონია შენი ნახვა უნდოდეს. ახლა კი წადი.
-არ ვაპირებ წასვლას, მინდა მოვუბოდიშო ყველაფრისთვის.
იქვე სკამზე ჩამოჯდა და ჯიმინს მიაშტერდა, იმის ლოდინით რომ გაიღვიძებდა.

*საღამო
საღამოს იუნგი მოვიდა და საჭმელი მოგვიტანა, თან საავადმყოფოს გადასახადი გადაიხადა. ჯონქუქი ისევ აქ იყო, და ჯიმინს მიშტერებოდა.
-ჯონქუქ, თუ გინდა წადი სახლში, დაისვენე და ხვალ ისევ მოდი ან მოფრინდი, როგორც შენ გინდა...
-არა! აქ დაველოდები.
ჯიმინთან ახლოს მივიდა, მას ხელი ჩასჭიდა და მანაც მაშინვე გაიღვიძა, მე კი სასწრაფოდ ექიმის დასაძინებლად გავიქეცი.
-ჯიმინ! კარგად ხარ?!
-შენ?.. ჯონქუქ?! აქ რა გინდა? სახლიდან როგორ წამოხვედი?
-ჩემი დემონური ძალის გამოყენებით.
-აქ რა გინდა? შენ ხომ გაბრაზებული ხარ ჩემზე.
-არა! აღარ ვარ.
-მართლა?..
ჯიმინს გაუკვირდა, საწოლზე წამოჯდა და მასთან ახლოს მიიწია.
-კი მართლა. მე ძალიან მიყვარხარ და ვერ დაგკარგავ, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველაფრისთვის.
ჯიმინი გაწითლა და თავი დაბლა ჩახარა.
-მეც... მიყვარხარ.
ახლა ჯონქუქის სახე ისე ახლოს იყო ჯიმინის სახესთან, რომ მისი ღრმა და ცხელი სუნთქვა სახეს უწვავდა ჯიმინს.

ჯიმინს ტუჩები გაუშრა ნერვიულობისაგან და ენით გაილოკა, ეს კი ჯონქუქისთვის პიკი იყო. ვეღარ მოითმინა ჯიმინის მიმზიდველობა და მშიერი მგელივით დააცხრა მის ბუთქუნა და სველ ტუჩებს. მათი სველი ენები ერთმანეთში აიხლართნენ, ჯიმინის მუცელში პეპელების გუნდი დაფრინავდა ჯონქუქი კი თავს ძლივს იკავებდა აქვე რომ არ "შეეჭამა" ჯიმინი.
ჯონქუქს ჯიმინი საწოლზე ჰყავდა გაწვენილი და მისი ტუჩებით გამძღარი ახლა ყელზე კოცნიდა, შიგადაშიგ კბენდა კიდეც. ამ დრის ექიმი და თეჰიონი შემოვარდნენ პალატაში.
-ჯიმინ რას აკეთებ?!
ჯიმინი სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან და თავი მოიწესრიგა.
-დიდი ბოდიშით ხელი რომ შეგიშალეთ. თავს როგორ გრძნობთ ბატინო პარკ?
-ძალიან კარგად.
-მაშინ, რამდენიმე საბუთზე მოგიწევთ ხელის მოწერა და ხვალ დილით თავისუფალი იქნებით.
-კარგით, დიდი მადლობა და ნახვამდის.
ექიმმა პალატა დატოვა, ჯიმინი და ჯონქუქი კი თეჰიონს მიშტერებოდნენ საცოდავი თვალებით.
-ეგრე ნუ მიყურებთ!.. კარგი ხო გავალ და რაც გინდათ ის ქენით.

დილით იუნგიმ მანქანით მოგვაკითხა. მე და ჯონქუქი ისევ ბედნიერები ვიყავით ერთად.
სახლში რომ დავბრუნდით ვიღაც უცხო ტიპი დაგვხვდა.
-იუნგი როგორ ხარ?
მაღალი ბიჭი იუნგისკენ წამოვიდა.
-ნამჯუნ? აქ რა გინდა?
-ჩემი ძმის სანახავად მოვედი.
უეცრად მისი ღიმილი გაქრა, როდესაც ჯონქუქი დაინახა.
-შენ... შენ აქ რა გინდა? ამ... ბოდიშით... მე ძალიან დაბნეული ვარ... თქვენ ხომ ლო..ორდის შვილი ხართ ელიგოსი.
-უბრალოდ ჯონქუქი, ასე ამ სამყაროში არ მომმართავენ.
-დიახ სასიამოვნოა თქვენთან პირადად შეხვედრა.
ნამჯუნმა ხელის კანკალით ჩამოართვა ხელი ჯონქუქს.
-მოდი ვისაუზმოთ თეჰიონი გააკეთებს საჭმელს. ხო მართლა ნამჯუნ ეს თეჰიონია ჩემი შეყვარებული.
ამის გაგონებაზე თეჰიონს სახე აელეწა და გაწითლდა ნამჯუნმა ძალით გაიცინა და ხელი ჩამოართვა მას.
-ეს კი ჯიმინია ჯონქუქის შეყვარებული.
-შეყვარებული?! კი მაგრამ... ლორდმა ხომ დიდ ხნის წინ დაგნიშნათ შენ და სუნგჰო.
ჯინქუქი ამ სახელის გაგონებაზე გაიყინა თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
-ჯონგუკ?..
-კარგად ხარ?
-სუნგჰო ვინ არის?!
ათასნაირი კითხვით აივსო ოთახი, მაგრამ ჯონქუქს ყურში დამაყრუებელი წუილის გარდა არაფერი ესმოდა.

Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt