💎გარიგება💎

3.1K 71 13
                                    

ყოფილი, როგორი მძიმე სიტყვაა არა? აი ყოფილი ქმარი საერთოდ ნერვების, ემოციების , გრძნობების კვდომაა . განშორების მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს ,მაგრამ ღალატი განსაკუთრებულად მოქმედებს ფსიქიკაზე მითუმეტეს თუ ის კაცი გღალატობს რომელთან ურთიერთობაც გიჟურად დაიწყე, რომანტიზმის ფეიერვერკი გეგონა და უცებ ბანალური მოღალატე კაცი შეგრჩა ხელთ .რა უნდა ქნა? თავიდან მოიშორო თანაც სასწრაფოდ ? მოკლა? საყვარელთან ერთად აკუწო ? არა ძვირფასებო , სკანდალი უნდა მოუწყო ისე რომ შენ შენს ადგილზე ამაყად იდგე ის კი ბოლომდე გასწორდეს მიწასთან . კესარია სწორედ იმ კატეგორიის ქალებს მიეკუთვნებოდა სამ წლიანი ქორწინების შემდეგ რომ დაენგრა დიდი აჟიოტაჟით შექმნილი ოჯახი. ათასი გეგმა გაუჩნდა გონებაში, ყველაფერ საშინელებას წარმოიდგენდა ბოლოს კი მასში არსებულმა ეშმაკმა კუდი მაღლა ასწია და საუკეთესო ვარიანტი აირჩია. ქორწინების სამი წლის თავზე გრანდიოზული წვეულების მსვლელობისას უზარმაზარ ეკრანზე ფილმის კადრებივით გაუშვა მთელი ამბავი დასაწყისიდან დასასრულამდე . ას კაცამდე მაინც ხედავდა ყოფილის შიშველ ფოტოებს სხვადასხვა ქალების გვერდით, ამ წესიერი მანდილოსნებიდან ორი იქვე დარბაზში იყო . ალბათ ხვდებით იქ რა ქარიშხალიც დატრიალდა, საბას განქორწინების საბუთები იქვე აუფრიალა თვალწინ , დროის დაკარგვაც არ უფიქრია შოკში მყოფი კაცისგან ხელმოწერაც მიიღო და ორი წლის წინ დაასრულა სიყვარულის არშემდგარი ამბავი. ახლა ძველი მეგობრის ქორწილში იყო , იმ კაცის ერთ დროს ხელმოწერისას საბას მეჯვარის სტატუსს რომ ატარებდა. პირველად არ იყო ყოფილთან ერთად წვეულებაზე , ბევრი საერთო ნაცნობი ჰყავდათ და თავს ვერ არიდებდა , არც ცდილობდა ნელ-ნელა უფერულდებოდა ყოფილის არსებობა მის ცხოვრებაში ახლა შორიდან აკვირდებოდა და გრძნობდა სრულ სიცარიელეს ,თითქოს ის ბიჭი 20 წლის ასაკში რომ შეუყვარდა სხვა ადამიანი იყო. ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე იცლებოდა, აივნის მოაჯირს ზურგით ეყრდნობოდა და მოცეკვავე წყვილებს ღიმილიანი სახით აკვირდებოდა.
-ისეთი გამომეტყველებით დგახართ თითქოს თქვენი ყოფილის ქორწილში ხართ - უცნობის ხმამ გამოაფხიზლა, ყოფილს მზერა მოაშორა და გვერდით მდგომ ბიჭს შეხედა. წარბაწეულმა შეათვალიერა და ბიჭის ჭიქას თავისი შეახო
-სიძე ჩემზე 10 წლით პატარაა და ჩემს თვალწინ გაიზარდა ... პედოფილია და ინცესტი იქნებოდა ერთდროულად ასე,რომ შეცდი - ღვინით დანამული ტუჩი მაცდურად მოიქცია კბილებსშორის და უცნობის ნაკვთებს დააკვირდა- შენ ალბათ დედოფლის ნათესავი ხარ
-ძმის მეგობარი . დედოფალთან იგივე შეგრძნება მაკავშირებს. მახსოვს როგორ დარბოდა ჩემს წინ საწოვარით ... რაღაცნაირი სიბერის შეგრძნება მაქვს ,თითქოს შვილი გამითხოვდა - ჭიქა ბოლომდე დაცალა და მერე ბოთლი აიღო -შეგივსოთ?-თითქმის დაცლილ ჭიქაზე ანიშნა და თანხმობა რომ მიიღო ორივე ბოკალი აავსო
-მე ნამდვილად მოხუცად მაგრძნობინებენ თავს , მშობლები და ბებია ,რომელიც მას შემდეგ ელოდება შვილთაშვილს რაც პირველი ბიუსჰალტერი ვიყიდე - ხმამაღლა გაიცინა და შენობიდან გამოსულ მელოდიას სხეული ააყოლა
-მერე? რატომ არ უსრულებთ სურვილს ბებოს ... ასწორებს ბავშვები
-გყავს შვილები?
-არა, ცოლი ნამდვილად არ სჭირდება ჩემს არეულ ცხოვრებას . ნათლულები მყავს და მიყვარს მათთან დროის გატარება
-რატომ გეშინიათ კაცებს პასუხისმგებლობის ... ფეხმძიმობის დროს გასუქებული ცოლის კაპრიზების მოსმენის და მერე ისევ თქვენი გაკეთებული ბავშვის მოვლით დაღლილს რატომ ღალატობთ
-მე ეგ ყველაფერი არ ჩამიდენია ასე რომ ნუ მეჩხუბები - მოცეკვავე წყვილებს შეხედა და აშკარად შეეცვალა გამომეტყველება- ეგეთი ნაბოზვ.რები ბლომად არიან ისე, მართალი ხარ
-ამიტომაც ბავშვის გაჩენას მანამ არ ვაპირებ სანამ მამობის ადეკვატურ კანდიდატს არ ვუპოვნი ...
-ვიცეკვოთ? - ჭიქა ბოთლის გვერდით დადო და მზერა გაუსწორა
-თუ საშინლად არ ცეკვავ კი ... არ შემიძლია მოუხერხებელი პარტნიორის ატანა - ჭიქა დაცალა და მსხვილი ტუჩები ისევ კბილებსშორის მოიქცია . ბიჭის მზერას გრძნობდა, სერიოზულად არ მიუღია ,მოსწონდა ყურადღება
-მე ყველაფერი მეხერხება რაც სხეულის ფლობასთანაა კავშირში
-ვნახოთ - გაიცინა , ხელი ჩაკიდა და დარბაზში შეჰყვა. ყველაფერი ჩაბნელდა, ხმაური იყო, მთვრალი ახალგაზრდები ცეკვავდნენ მათ რიგებში მოხვედრაზე არც უფიქრია ბიჭის ხელი წელზე რომ შემოეხვია მელოდიას ააყოლა სხეული და მის მოძრაობაზე დაკვირვება დაიწყო. მოსწონდა, ზედმეტად სექსუალურიც კი ეჩვენა, მოდუნდა და მთლიანად მიენდო სასიამოვნო რიტმს.
-შენ ვიღაცას აეჭვიანებ ?- ბიჭი ზურგიდან რომ ეკრო და ხელისგული მუცელზე მიაბჯინა მის ყურთან დაიწყო ლაპარაკი - გაურკვევლობა არ მიყვარს
-ს.რს ვგავარ? შენნაირ ქალს ვის საეჭვიანოდ უნდა ვიყენებდე...
-რაღაც ხდება , მაშინ რა
-ვცდილობ ყურადღება არასასიამოვნო არსებიდან სასიამოვნოზე გადავიტანო ... ბრაზის სიამოვნებით გაქრობის მეთოდია
-არ მიცდია , მე ყოველთვის ვაფრქვევ ბრაზს , ვფეთქდები
-მერე?
-მერე შოკოლადს ვჭამ - გაიცინა, თავი უკან გადასწია და ბიჭის მხარს მიადო. წინ რომ გაიხედა მაგიდასთან მჯდომი ყოფილი დაინახა ისე უყურებდა თითქოს ისევ მისი ცოლი იყო და ახლა ღალატობდა, თავად კი ვერაფერს გრძნობდა ბრაზის გარდა. საერთოდ აღარ აინტერესებდა მისი არსებობა . ამის გააზრება დიდად არ მოსწონდა, მაგრამ დრომ მოიტანა გრძნობების გაუფერულება - შენ რას აკეთებ, ცეკვავ როცა გინდა ვინმე დაახრჩო?-შებრუნდა , ბიჭს ხელები ყელზე შემოხვია და მზერა გაუსწორა, მისი თვალის ფერს ვერ ამჩნევდა ,მაგრამ წარბები და გრძელი წამწამები ნამდვილად მოსწონდა
-ნამდვილად გაინტერესებს ?
-იქნებ მოგპარო აღმოჩენა...ბრაზის ჩანაცვლებითი თერაპია რას გულისხმობს
-ს.ქსს
-ასე მარტივად? შენ გაბრაზებული არ ყოფილხარ როგორც სჩანს...
-ან შენ არ გ.ჟიმავია ძალის გამოცლამდე
-თუ გეტყვი,რომ ჩემი ყოფილი ქმარი რომელთანაც 3 წელი გავატარე ახლა ჩვენგან ორ მეტრში ზის ?
-ყველას არ შეუძლია ქალის სიამოვნებისგან შეშლა. დანაშაულში ვერ ჩავუთვლით -მელოდია დასრულდა , კესარია ხმამაღლა იცინოდა საოცარ ხასიათზე იყო, მუხტით აივსო რასაც იმ საღამოსგან ნამდვილად არ ელოდა
-უნდა დაგტოვო ,მეძახიან - მაგიდასთან მსხდომი დაქალები არ ასვენებდნენ. ბიჭს ღიმილით დაშორდა და მათთან დაბრუნდა. ჭორაობაში ჩაერთო, დრო გაიყვანა და შემდეგ უეცრად მიახლოებულ ყოფილს გახედა
-მაგიდა აგერია? -გვერდით მდგომი სკამი რომ დაიკავა წარბები მაღლა აზიდა
-მომენატრე
-მთვრალი ხარ ... ამ დროს განსაკუთრებულად გრძნობ ცხოველური ჟინის მომატებას არა?
-გეყოფა რა , როდის უნდა დაივიწყო... ხომ იცი მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები- თითები კაბის ჭრილში შეაცურა და ახლოს მიიწია. ადრე სიამოვნებისგან მოგვრილ ჟრუანტელს იგრძNობდა ახლა კი სრული სიცარიელე იყო - გეყოფა სიჯიუტე, ყველამ იცის რომ მაგარი გოგო ხარ და მოღალატე ქმარს ბოლომდე გაუსწორდი . დამიბრუნდი , მორჩი საკუთარი თავის წამებას
-ცოლად რომ გამოგყევი შენი ჩახუტებაც სიამოვნებისგან მაგიჟებდა და ახლა გამოცდილება ამაღლებულიც კი ვერ გ.მათავებინებ ,ზუსტად ვიცი - ხელი მოიშორა , ჩანთა აიღო და ფეხზე წამოდგა- აარჩიე ვინმე იმათგან შენი დანახვისას რომ დნებიან ... მეორედაც შეიყვარებ ისე როგორც მე გიყვარდი ,იქნებ ახალმა ღალატიც გაპატიოს - დაიხარა, ლოყაზე აკოცა , თავზე ხელი გადაუსვა და ღიმილით დაემშვიდობა- ქორწილში დაპატიჟება საჭირო არაა , შორიდან გავიხარებ შენი ბედნიერებით- წავიდა, მაგრამ კაცი უკან გაჰყვა. ეზოში იყვნენ მკლავში რომ წვდა და თავისკენ შებარუნა
-ვიცი ,რომ ისევ გიყვარვარ ...დაივიწყე ეს სიჯიუტე . პატარავ, გთხოვ - ერთი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული მეორე ყელზე შეუცურა და აკოცებდა კიდეც ქალს რომ არ გაეჩერებინა
-ვერაფერს ვგრძნობ ... ასე მგონია საერთო არაფერი გვქონია და ვერ დავიჯერებ რომ შენ ისევ გიყვარვარ. გთხოვ შემეშვი, არ მინდა ვიფიქრო ,რომ თავიდანვე არ გიყვარდი და ყველაფერი უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო . მომეცი საშუალება ჩვენი ბედნიერი მომენტების დამახსოვრების თორემ თუ თავს მომაბეზრებ იმასაც დავივიწყებ რაც კარგი მოხდა
-რა ხდება მე მიმაგდებ და ირაკლისთან ცდი ამჯერად?
-ირაკლი რა შუაშია საერთოდ
-თავს ნუ ისულელებ ... ორივემ კარგად ვიცით ის ს.რი შენზე ოცნებით კვდება . ახლა რა მამიკომ გადაწყვიტა მას გადასცეს ყველაფერი და შენც ცოლად მიჰყვები?
-რა სისულელეებს ბოდავ. მთვრალი ხარ საბა ...
-ყველაფერი ვიცი ... ირაკლის ველაპარაკე და მითხრა თაბაგრების სიძის კანდიდატურა შენთვის თავისუფალი აღარაა უკვე დავიკავეო
-რა გულისამრევები ხართ ორივენი - თავი ასტკივდა. მისი დანახვა აღარ უნდოდა არც მოსმენა , არც მისი ნათქვამის გააზრება. მაშველი რგოლივით გამოჩენილ უცნობს მოჰკრა თვალი და მისკენ დაიძრა. ბიჭი უყურებდათ, სიგარეტს ეწეოდა და არც ცდილობდა თვალის მოშორებას, ახლა მათი მზერაც შეხვდა ერთმანეთს . მის წინ გაჩერდა და ხელები ყელზე შემოხვია-რას ამბობდი ბრაზის გაქრობის თეორიაზე?- პასუხს არ დალოდებია, ბიჭის ტუჩებს თავისი შეახო და ვნებიან კოცნაში აიყოლია. ისე დაიმუხტა საერთოდ დაავიწყდა საბას არსებობა , უცნობის მკლავეს გრძნობდა წელზე, თითებს თმაში და კოცნას არ წყვეტდდა
-თეორიის პრაქტიკულ ნაწილზე ფიქრობ? - ქალის ტუჩებთან ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა და ისე სწრაფად გასწია კესომ წონასწორობა ძლივს დაიცვა. გვიან დაინახა გაცეცხლებული საბა . ეზიზღებოდა მისი მსგავსი ცხოველური, მდაბიური ქცევა ,მაგრამ ვერაფერი მოახერხა ისე უცებ მოუქნია მუშტი ბიჭს ,რომელიც ჯერ კიდევ კესოს წელს იყო შემოხვეული მკლავით
- ჩემ ცოლთან მიკარებას როგორ ბედავ
-ჯანდაბა - ტუჩიდან წამოსული სისხლი ხელით შეიმშრალა და კესოს გადახედა-ჯერ კიდევ მისი ცოლი ხარ ? ტეხავს
-მე მისი ცოლი არ ვარ !
-ანუ რომ დავარტყა არ გაბრაზდები - მისკენ იყო დახრილი და ისე ლაპარაკობდა კესოსაც კი აურია გონება. საბას სიტყვები სულ აღარ ესმოდა უცნობმა მუშტი მოუქნია და ერთი დარტყმით შებარბაცდა მთვრალი ყოფილი - შეგვიძლია წავიდეთ და საუბარი განვაგრძოთ
-წავედით
-კესო რას აკეთებ
-არ გაბედო თორემ კახას ვეტყვი მის ცოლთან რომ იწექი და წამებით ამოგხდის სულს - კოზირი ჰქონდა შენახული,რომელიც მასთან განშორებისას არ გამოიყენა და ამჯერად ნამდვილად გააშეშა კაცი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 19, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

💎გარიგება💎Where stories live. Discover now