XVII

1.5K 84 11
                                    

აერას მოქმედების გამო ბიჭს დაბნეული გამომეტყველება სახიდან არ მოსცილებია ნელა წამოდგა ფეხზე და აერას ხელი ჩამოართვა, თან მწველ მზერას არ აცილებდა.

იქ მყოფი ყველა თანამშრომელი საუბარში იყო ჩაბმული თუმცა იქვე მჯდომი ორი სხეული იმ ადგილს სრულიად მოწყვეტილი იყო. მამაკაცი ყველანაირად ცდილობდა რომ თავი შეეკავებინა და აერასთვის თვალები მოეცილებინა თუმცა ამას თავს ვერ ართმევდა. მისი სახე ხელზე ჰქონდა დაყრდნობილი და ცერა თითს ტუჩზე იტარებდა. გოგო ამ მოქმედების გამო იბნეობდა და თვალებს იქით-აქით აცეცებდა რომ ნერვიულობა დაემალა.

ერთმანეთისკენ მიმართული დაჟინებული მზერა ზედმეტად შესამჩნევი მხოლოდ ჯიჰუნისთვის იყო, მუშტებს მაგრად კრავდა და ნერვიულად ჰალსტუხს ისწორებდა, ის ახლა ხვდებოდა რომ საქმე მეტად სერიოზული იყო არც აერასთან გამოვიდოდა რამე მარტივად რადგან ის აღარ იყო ისეთი დაუცველი როგორც აქამდე.

როგორც იქნა ეს შეხვედრაც დამთავრდა, დასრულებისთანავე ჰეინი ფეხზე წამოდგა და აერას მორიდებით უთხრა

-ქალბატონო აერა თქვენი კაბინეტი უკვე მზადაა შემიძლია გაჩვენოთ

აერამაც თავი დაუკრა ფეხზე წამოდგა და კაბინეტი დატოვა. ოთახიდან გასვლისთანავე ღრმად ჩაისუნთქა და მისი თავით კმაყოფილმა გზა განაგრძო.

აერა თავისი კაბინეტის თვალიერებით იყო გართული როცა კარები უხეშად ჯიჰუნმა შემოაღო

-დაკაკუნება არ გასწავლეს?

გოგომ ცინიკური ტონით მიუგო ჯიჰუნს და ადგილი მის კუთვნილ სავარძელში დაიკავა.

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?

მკაცრი ტონით გამოსცრა მამაკაცმა ეს სიტყვები

-არ ვიცოდი თუ შენთვის უნდა შემეთანხმებინა ჩემი გეგმები ბატონო ჯიჰუნ!

-ჯანდაბა! რის მიღწევას ცდილობ?

-ვცდილობ რომ თქვენ, ჯეონები საბოლოოდ გაგანადგუროთ!

იძულებული🔞  (FORCED)🔞Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz