თავი 1:შემთხვევა ბუფეტში

114 11 7
                                    

ცხოვრებაში ბევრჯერ დაფიქრებულა ადამიანი ნამდვილ მეგობარზე.ვიცი,მისი პოვნა ასე რთულია,მითუმეტეს ამ დროში,როცა ხალხი ერთმანეთს გასაჭირის დროს ტოვებენ.ასე იყო თეჰიონიც.ის არაფრით გამორჩეული ერთი უბრალო ბიჭი იყო,რომელიც ცხოვრებამ დაჩაგრა.მარტოსული,მუდამ დასაცინი....                                                      მისი ცხოვრებაც ისეთი რთული იყო!მამამისი ლოთი,რომელიც მუდამ ვნებდა 17 წლის ბიჭის ფსიქიკას.დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა.ბებია მისი ერთადერთი საყვარელი ადამიანი იყო ოჯახში.და მაინც,რატომ ვამბობ ამას?ის არაფრით იყო გამორჩეული.                                                სკოლაში ის მუდამ ბულინგის მსხვერპლი ხდებოდა დიდი კლასელების მიერ,რომლებიც ასე უგულოდ აყენებდნენ შეურაცხყოფას მას მხოლოდ იმიტომ,რომ სკოლაში სახელი გაეთქვათ.ლანჩზე ყოველთვის ცალკე მაგიდასთან იჯდა.კარგი ნიშნები ჰყავდა,მაგრამ ამას ვინ დაეძებს!                                    "ადამიანმა უნდა ისწავლოს,მაგრამ კომუნიკაცია ჩვენი მთავარი საზრუნავია"-ამბობენ.არც მასწავლებლებისთვის იყო გამორჩეული.ერთადერთი რამ,რაც მას იზიდავდა,პიანინოზე დაკვრა იყო.მიუჯდებოდა ხოლმე ძველ,დამტვერილ პიანინოს და ისეთ ლამაზ ჰანგებს უკრავდა,მხოლოდ სამოთხეში რომ გაიგონებს კაცი.                                              ასეთი იყო თეჰიონის ცხოვრება.სხვებისთვის მუდამ დასაცინი,მასხრად ასაგდები ბიჭი საკუთარ თავში არ იყო დარწმუნებული.წვიმაში სეირნობა,პიანინო,მუსიკა,არეული ფიქრები-ეს იყო მისთვის ჰარმონია.   
    ერთი ძალზე ჩვეულებრივი დილა გათენდა.თეჰიონის მაღვიძარამ 08:00 აჩვენა-სკოლაში წასვლის დრო.ბიჭი ადგა,ჯინსის ჩაცმას სამი წუთი მოანდომა,თავი მოიწესრიგა და სკოლისაკენ გასწია.                             იცოდა,იქ კარგად არ დახვდებოდნენ,სკოლის ჭიშკართან ყოველთვის იყვნენ ჩასაფრებულნი მობულინგეები.ნელი ნაბიჯებით მიდიოდა,არ უნდოდა მათთან შეხვედრა.ფეხები უკან რჩებოდა შიშისგან.გული უძგერდა ძლიერ.როგორც იქნა,სკოლაში შეაღწია.გაუკვირდა,რომ არ დახვდნენ....                                                     პირველი გაკვეთილი ქიმია იყო.ეს საგანი თეჰიონს დიდად არ იზიდავს.ყოველთვის მოსაწყენად მიაჩნდა იგი.ფიქრებში იყო წასული...არ ესმოდა,რას ლაპარაკობდა მასწავლებელი................                        რატომ ...რატომ არ მყავს მეგობრები?.........                                        ალბათ. ზედმეტად ცუდი ვარ იმისთვის,რომ მეგობრის ღირსი- თეჰიონ!!!!თეჰიონნნ!!                              თეჰიონი მასწავლებლის ყვირილმა გამოაფხიზლა.მუს გარშემო სრული სიჩუმე იყო.ყველა მას უყურებდა, თითქოს რამე დაეშავებინოს.               ოჰჰ,როგორ უხრავდა თეჰიონს გულს ეს გრძნობა!!ახლა მხოლოდ უნდოდა,რომ ზარი დარეკილიყო.          ლანჩის დრო იყო.როგორც ყოველთვის, მარტო მიუჯდა მაგიდას და სენდვიჩის ჭამა დაიწყო.                                                          თეჰიონმა შეამჩნია,რომ ვიღაც უახლოვდებოდა.ჰო,ეს ის ბიჭი არის,თეჰიონს რომ ყოველთვის დასცინის.შავი თმები,ცივი მზერა,რომელიც ადგილზე გყინავს-იუნგი,თეჰიონის მბულინგებელი(მგონი ასე ქვია).           -"ახლა მაინც რა გინდა"- იკითხა თეჰიონმა,რომელიც შიშისგან იუნგის თვალს ვერ უსწორებდა.-"რაიყო?მეგობრები გინდა?ჰა?"-დამცინავი სახით მიუგო იუნგიმ.თეჰიონს ვენებმა ამოხეთქა,იცოდა რომ ეს ყველაფერი ჩხუბით დასრულდებოდა,ამიტომ ჩუმად ყოფნა ამჯობინა.-"მესმის,რატო არ გყავს მეგობრები,ზედმეტად უმწეო ხარ!!!- არ ცხრებოდა იუნგი.                   ამ სიტყვების გაგონებაზე თეჰიონმა ვეღარ მოითმინა და წამოხტა.            -"ოხ,შე პატარა"-მუშტი გაუქანა იუნგის.მოქნეული ხელი იუნგის ცხვირში მოხვდა და სისხლი წასკდა.დაიწყეს ჩხუბი.ირგვლივ მოსწავლეები აქეზებდნენ.-"იუნგი!!იუნგი!! თეჰიონს არც არავინ უჭერდა მხარს.შუა გაცხარებულ ბრძოლაში იყვნენ,ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ როცა თავზე მანდატური დაადგათ.-"აქ რა ხდება!-გააშველა ბიჭები,რომლებსაც ერთმანეთი უკვე კარგად გაელახათ.                             -"ჰეი,შენ"- მიუბრუნდა თეჰიონს-"ახლავე დირექტორთან გაგამწესებ!
-"არა!!იმან დაიწყო!! მე არაფერ შუაში არ ვარ!!-ყვიროდა თეჰიონი,მაგრამ ვინ უსმენდა,მიათრევდნენ დირექტორის კაბინეტისკენ.

დაკარგული სიყვარულიWhere stories live. Discover now