თავი 1

272 21 16
                                    

- დამშვიდდი პატარავ, მამა აქ არის - თქვა კაცმა და სამი წლის ბავშვის ოთახში შეირბინა, მომტირალე ბავშვი ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა - მამა შენთან არის - გაიმეორა და თავზე ხელი ნაზად გადაუსვა - ის არასდროს მიგატოვებს, არსად არ წავალ - კაცს თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა.

როდესაც ბავშვს ჩაეძინა კაცმა ის საწოლში ჩააწვინა, საბანი გადააფარა, თავზე ნაზი კოცნა დაუტოვა და ოთახი დატოვა. ის მისაღებში გავიდა და მეგობრის გვერდით დაიკავა ადგილი

- ასე სადამდე გასტანს, ჯონსუკ? პატარას დედა სჭირდება... იქნებ სცადო და დაელაპარაკო? - თქვა ახალგაზრდა ბიჭმა და ჩაით სავსე ჭიქა ჯონსუკის წინ დადო - დალიე, დაგამშვიდებს - ჯონსუკი ხმას არ იღებდა, თავი ჩაეხარა და მის სამყაროში იყო. რა გაეკეთებინა? უკვე 1 წელია რაც ბავშვს მარტო ზრდის, თავიდან უჭირდა მაგრამ შეეგუა... მაგრამ ამ ბოლოს ბაშვი საშინლად გაჭირვეულდა და ღამით მუდამ აღვიძებდა მამას, მას დედის სითბო აკლდა. სითბო რომელიც დედისგან მგონი არასდროს მიუღია. საწყალი გოგონა, მას დედისგან არცერთი თბილი სიტყვა არ გაუგონია. ერთადერთი ვინც მის გვერდით იდგა ეს მამამისი იყო, მამა რომელიც სიცოცხლესაც დათმობდა პატარა ქალიშვილის გადასარჩენად. ჯონსუკი ფიქრობდა თუ რა გაეკეთებინა ქალიშვილისთვის, ან მომავალში როგორ აეხსნა რომ ის დედამ მიატოვა? ამ ფიქრებიდან მეგობრის ხმამ გამოაფხიზლა

- საერთოდ მისმენ? - ბიჭის მკაცრი ხმის გაგონების შემდეგ ჯონსუკმა თავი ასწია - შენ გელაპარაკები ლი ჯონ სუკ!

- რას მეუბნებოდი? - დაიბნა ბიჭი

- რას მეუბნებოდი? - დაიბნა ბიჭი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ჩვენი ცხოვრების მიზანი ბედნიერებააWhere stories live. Discover now