🌈Sakura🌈

123 28 22
                                    

1. მოკლედ მოგვიყევი შენზე. 

ჩემი ნამდვილი სახელია ლიზა. ვატპად სივრცეში, დაახლოებით, სამი წელია, რაც ვარ. ძალიან არათავდაჯერებული ვარ და ამიტომაა, რომ მხოლოდ ერთი ნაშრომი მიდევს.

2. წაგიშლია ვატპადი ? და რატომ ? 

-  თვითონ ვატპადის წაშლა ვერ მოვახერხე, სურვილის მიუხედავად, რადგან წინა ექაუნთი ფეისბუქით მქონდა გაკეთებული და სახელს ვერ ვიწერდი. ისე, კი ვშლი ხოლმე, ოღონდ აპლიკაციას, ტელეფონში ადგილის უქონლობის გამო.

3. თუკი შენი ყველაზე დიდი შიში იქცეოდა რეალობად – რა მოხდებოდა?

გავგიჟდებოდი. ალბათ, იქვე მოვკვდებოდი, რადგან შიში ჩემზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. დღემდე იმდენი შიში მაქვს, თუნდაც ახალი, თუნდაც - შემორჩენილი, დათვლაც კი დიდ დროს წაიღებს. ძალიან მიმწარებს ცხოვრებას.

4. შეგიძლია მერყეობის გარეშე გაარჩიო კარგი ცუდისგან ამ სამყაროში?

კი. ჩემი აზრით, ეგ ყველა ჩამოყალიბებულ ადამიანს შეუძლია.

5. რა დევს შენს მაგიდაზე ? 

უჯრებში წიგნები დევს. თვითონ მაგიდაზე ჩემი საყვარელი იხვის თერმოსი, კალმების ურნა კალმებიანად და ვანგოგის დიდი სკეჩბუქი, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს.

6. თოვლი თუ წვიმა ? 

წვიმა არ მიყვარს. თოვლი ბევრად მირჩევნია. ახლაც ჩემთან თოვს. სხვათა შორის, როცა გავჩნდი, 4 აპრილს, ძალიან დიდი თოვლი იყო, თან იმხელა, რომ მანქანა სახლიდან ვერ გაიყვანა მამაჩემმა და მოგვიწია, პოლიციის მანქანით "წავსულიყავით".

7. რა ან ვინ არის შენი ინსპირაციის წყარო ? 

ამჟამად რაც მიდევს, ინსპირაცია სამხრეთ-კორეული ფილმი იყო, რომელსაც "ნამდვილი" ჰქვია. ისე, ზოგადად, ჩემი ინსპირაციის წყარო უფრო ფოტოები და მუსიკებია.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 18, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ინტერვიუ Sakura - სთან !Where stories live. Discover now