33

473 54 27
                                    

ჯონგუკმა გაიღვიძა და თავი დაბლა ჩაღუნა. სახე ხელებში ჩარგო და სინანულის გრძნობამ შეიპყრო. ლისას შეხედა რომელსაც მშვიდად ეძინა.

იგი ვერ იჯერებდა რომ წუხელ თითქმის სექსი ჰქონდა მასთან. მან ღრმად ამოისუნთქა როდესაც გაახსენდა როგორ კოცნიდა ლისას მხოლოდ იმიტომ რომ ჯიმინი ამოეგდო თავიდან. ასე არასდროს შესზიზღებია თავის თავი, მაგრამ ბედნიერი იყო, რომ მან ეს არ გააკეთა. ეს ლისას უფრო მეტად გაანადგურებდა. ყველაფერი უკვე ისედაც ძალიან ცუდადაა და ერთადერთი გამოსავალი ეს-სიმართლეა.

მან უბრალოდ გამბედაობა უნდა მოიკრიბოს და ლისას უთხრას, რომ ყველაფერი დასრულდა. მას თავის მოჩვენება აღარ შეეძლო. მაგრამ შემდეგ ლისას შეხედა. მას შეეძლო რომ ეცადა ამ ლამაზი ქალის სიყვარული, მაგრამ ეს აშკარად თავის თავზე დაძალება იქნებოდა.

თავს დამნაშავედ გრძნობდა მისი მოტყუებისთვის და ახლა ამ ყველაფერს მხოლოდ თავისთვის ვეღარ ინახავს. მას ამ ტყუილებით სავსე ცხოვრებისგან განთავისუფლება უნდა.

ჯონგუკი სააბაზანოში შევიდა და ლისამაც გაიღვიძა. იგი კისერზე ნაკბენებს შეეხო, გასული ღამიდან. მან რატომღაც გამოყენებულად იგრძნო თავი და არა ვიღაცის სიყვარულის წყაროდ. ცრემლებს გზის გაკვალის საშუალება არ მისცა და ადგა.

დღეს მუსიკალურ დაჯილდოვებას უნდა დაესწროს. ეს ბითიესისთვისაც და ბლექფინქისთვისაც დიდი დღე იყო. მათ ორივემ გადაწყვიტეს რომ დღეს თავიანთი პრობლემები გვერდით გადაედოთ და ბედნიერის როლი ეთამაშათ.

ლისამ ჯონგუკს გაუღიმა და ორივე თავიანთი კომპანიისკენ გაიყვნენ.

"შეხვედრამდე ჯონგუკ."-ლისამ სწრაფად აკოცა მას და თავის მანქანისკენ წავიდა.
ჯონგუკმა ტუჩზე იკბინა და უყურებდა როგორ მიდიოდა ლისა. არ ჯეროდა რომ ყველაფერი დღეს საღამოს უნდა დაამთავროს.

ლისა იდეალური იყო მისთვის. ის არ არის ჯიმინი, მაგრამ მას თავის სილამაზე აქვს და რაც მთავარია ლისა ეცადა რომ ყველაფერი გამოესწორებინა. მას უყვარდა ჯონგუკი და მხოლოდ ჯონგუკი.

STRAIGHTWhere stories live. Discover now