ღამე თეჰისა და ჩემს სახლში გავათიეთ. ჯონქუქი იუნგიზე გაბრაზებული იყო, ამიტომ ის ჩემ საძინებელში შევიყვანე, მე კი დაბლა ჩავედი, თეჰიონთან რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე უნდა მესაუბრა.
-ჯიმინ! ჯონქუქი დამშვიდდა?
-კი წამოწვა, ცოტას დაისვენებს. შენ კი სერიოზულ საქმეზე უნდა გელაპარაკო.
-რამე მოხდა? კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ არაფერი, მოდი გარეთ გავიდეთ.
-კაი.
თეჰიონი იუნგის კალთიდან წამოხტა და გარეთ გამოიქცა.
ჯიბიდან ძველი სიგარეტის კოლოფი ამოვიღე, ხელის კანკალით წავუკიდე ერთ ღერს და ნიკოტინი ღრმად შევუშვი ფილტვებში. ამ დროს თითქოს სტრესი მომეხსნა და საბოლოოდ ამოვისუნთქე.
-მეგონა სიგარეტის მოწევას თავი დაანებე.
-ახლა ეგ მნიშვნელოვანი არაა.
-აბა რაზე გინდოდა საუბარი? ხომ იცი თუ რამე გიჭირს მე ყოველთვის მხარში დაგიდგები.
-უბრალოდ... მინდოდა მეკითხა, რას ფიქრობ ჩვენს მომავალზე? სულ ასე მოგვიწევს ცხოვრება?
-ამაში რას გულისხმობ?
-სულ შიშში ცხოვრება, რომ ერთ დღეს, რამე არ დაგემართოს ან მოჩვენებამ არ მოგკლას.
-ამით იმის თქმა გინდა, რომ ჯონქუქთან ცხოვრება არ გინდა?
-არა!.. ეს არ მიგულისხმია.
თეჰიონს თვალი ავარიდე და მიწას დავაშტერდი.
-აბა?! მისმინე ჯიმინ თუ ჯონქუქი გიყვარს მას ისეთს მიიღებ როგორიცაა. მას კი ძალიან უყვარხარ, ფაქტი სახეზეა რამდენჯერ გადაგარჩინა სიკვდილის?
-ვიცი რომ ვუყვარვარ... მაგრამ არ ვიცი ამ სიყვარულს ვიმსახურებ თუ არა. ცხოვრებაში, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ვინმემ ჩემი გულისთვის თავი ასე გასწიროს.
თვალებიდან ცრემლები გადმომიცვივდა, სიგარეტი ხელის კანკალით ჩავაქრე და გადავაგდე.
-მინი ნუ ტირიხარ, რა თქმა უნდა დაიმსახურე მთელი ცხოვრებაა მარტო ხარ, არც დედა... არც მამა... მინდა ახლა მაინც იყო ბედნიერი. ამაზე ნუ იდარდებ ჯონქუქი კარგად მოგხედავს ამაში დარწმუნებული ვარ.
თეჰიონმა ცრემლები მომწმინდა და ჩამეხუტა ისე ჩამეხუტა, როგორც ადრე, ბავშვობაში. ბავშვები რომ დამცინოდნენ ჩემი სიმსუქნის გამო, მე ატირებული ყოველთვის თეჰისთან გავრბოდი.ცოტა ხანში გარეთ ჯონქუქიც გამოვიდა.
-ჯონქუქ კარგად ხარ?
-კი... შეგიძლია ცოტა ხნით გამომყვე?
-კი რამე მოხდა?
-არა... უბრალოდ გამომყევი.
ჯონქუქმა ჩემს ოთახში შემიყვანა. მე საწოლზე გავიშხლართე, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი.
-რა გინ...
სიტყვის დასრულება არ მაცადა, ზევიდან დამაწვა და კოცნა დამიწყო.
-მოიცადე... რას აკეთებ? მე მეგონა რამე სერიოზული უნდა გეთქვა.
ძლივსღა ვსუნთქავდი და გული ისე მიცემდა მეგონა, რომ გასკდებოდა.
-არა... მინდოდა, რომ მეკოცნა.
-რატომ?
-იმიტომ რომ მიყვარხარ.
მე გავწითლდი და გვერდით დაკიდებული ფარდას მივაჩერდი.
-შემომხედე, მინდა შენ ლამაზ სახეს ვუყურო.
უფრო გავწითლდი.
-გეყოფა! ასე უცბად რა გეტაკა?
ხელი ვკარი და ლოგინიდან წამოვხტი.
-ნუ ბრაზდები, ვიცი რომ შენც გინდოდა ჩემი კოცნა.
-არა! ეგ საიდან მოიტანე?!
პატარა ბავშვივით ვუყვიროდი ჯონქუქის.
-იქიდან რომ, შენც გიყვარვარ.
-არა... არა კი არა კი...
მე დავიბენი და ისევ გავწითლდი.
უეცრად მან სიცილი დაიწყო.
-რა გაცინებს?! არის აქ რამე სასაცილო?!
-არა უბრალოდ შენ გამახსენდი, როცა პირველად გნახე მშინაც ასეთი საყვარელი და პატარა იყავი.
მე დავიბენი და დებილივით შევხედე.
-როდის?
-მოჩვენებების სახლში პირველად რომ მოხვედი და ძროხის შეგეშინდა.
ჯონქუქი უკვე სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა მე კი სირცხვილისგან გავწითლდი.
-ანუ დაინახე? მე უბრალოდ მოჩვენება მეგონა!
ტირილი უნდა დამეწყო, მაგრამ ჯონქუქი გაჩერდა, ჩამეხუტა და ბევრი მაკოცა მე კი დებილივით ვიღიმებოდი.____________________________________
შენდეგი თავი ფინალი იქნება.

YOU ARE READING
Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)
Fanfictionმინ იუნგი, ბაბუისგან მემკვიდრეობით დანატოვარი ,დიდი, სახლის მფლობელი ხდება. იგი ეძებს ამ სახლის დიასახლისსა და მზარეულს.ამ დროს კი ღარიბი, მაგრამ უმშვენიერესი ჯიმინი და თეჰიონი გამოჩნდებიან...