ლონდონში
-დათუნია რა გჭირს?თეჰიონი რამოდენიმე დღე ლოგინიდან არ დგებოდა
-უკვე რამოდენიმე დღე გავიდა, რა ხდება დამელაპარაკემარკი ლოგინზე მის გვერდით დაჯდა და თეჰიონი გადმოაბრუნა
-იტირე? რა მოხდა?
-ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე დამავიწყდა
-ამიტომ ტირი?
-მას ალბათ ძალიან ვაწყენინე. დავურეკე და არც მიპასუხა
-კარგი არ ინერვიულო რამეს მოვიფიქრებთ
-კორეაში უნდა ჩავიდე
-რა?
-ცოტა ხნით, ოჯახს და მეგობრებს ვნახავ და ყველაფერს მოვაგვარებ
-კარგი ოღონდ ადექი და არ ინერვიულო
-შენც ხომ წამოხვალ?
-გინდა რომ წამოვიდე?
-მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნო
-კარგი
-შენ ხომ არდადეგები გეწყება?
-ხვალ ბოლო გამოცდა მაქ და წავიდეთ
-კარგი
-ოღონდ მოდი ხასიათზე
მარკმა ლოყაზე აკოცა
-ის ალბათ თავს ცუდად გრძნობს და გონია რომ დავიკიდე მაგრამ ასე არ არის
-ვიცი
-ის ჩემი საუკეთესო მეგობარია არ მინდა იფიქროს რომ მივატოვე და დავივიწყე
-არ ინერვიულო ჩავალთ და მას დაელაპარაკე
-იქნებ არ მოისურვოს ჩემთან ლაპარაკი
-თუ შენ ამბობ რომ საუკეთესო მეგობრები ხართ ასე არ მოხდება
-შენი აზრით მაპატიებს?
-კი ოღონდ გთხოვ დამშვიდი არ იტირო
-ჩამეხუტეთეჰიონი მარკს კალთაში ჩაუჯდა და მოეხვია
-აქ ცხოვრება მომწონს მაგრამ არ მინდა მეგობრებთან და ოჯახთან ეგოისტურად მოვიქცე
-რას გულისხმობ?
-არ მინდა იფიქრონ რომ ყველა დავიკიდე, პირიქით ძალიან მენატრებიან და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩემთვის
-კარგი დამშვიდი ყველაფერი მოგვარდება არ ინევიულო
-ღმერთო როგორ დამავიწყდა მისი დაბადების დღე.
-კარგი რა მოხდა მერე, არაუშავს
-უშავს ის ალბათ ჩემგან მთელი დღე ელოდა მოლოცვას და მე რა ვუთხრა რომ შევხვდები დამავიწყდა და მერე გამახსენდითქო
-კარგი დამშვიდი. მომისმინე შენ ძმას დაურეკე კითხე როგორ არის შენი მეგობარი, ისინიც ხომ მეგობრობენ?
-კი
-ხოდა უთხარი რომ ამ დღეებში ჩავალთ და სიუპრიზი გაუკეთე. შეიძლება ისე გაუხარდეს შენი დანახვა სულ დაავიწყდეს რომ შენზე ნაწყენია
-კარგი დავურეკავ