ჰოსოკი გაკვირვებული უყურებს კარებში მდგარ თეჰიონს. არ ელოდა, არც წინასწარ გაუფრთხილებია, რომ მოვიდოდა. მის ზარებს ხომ საერთოდ ათასში ერთხელ პასუხობს.
- ჯონგუკი სად არის?- ახლის პირდაპირ. ახლა ასე ნერვიულობს, როცა მაშინ თავად ჰკრა ხელი?
- არ ვიცი?- კითხვასავით უფრო გამოსდის პასუხი,- არაფერი უთქვამს ჩვენთვის.
- მაგრამ რაღაც უნდა დაეტოვებინა,- ისე უბრაზდება, თითქოს დამნაშავე იყოს.
- და მე რატომ მიყვირი?- ბრაზდება ჰოსოკიც,- რა ვიცი მე, თქვენ რა გადაგიტრიალდებათ ტვინში და რომელ მხარეს მოინდომებთ გაქცევას!
- კარგი, მაპატიე, სახლში წავალ და საღამოს გამოგივლი,- გზიდან უყვირის და იქვე მდგარ ტაქსიში იკავებს ადგილს. აწყენინა, უხეშად მოიქცა, უარყო ის და მისი გრძნობები, ახლა ასე უსინდისოდ დაეძებს. იქნებ, უბრალოდ ასე უნდოდა. იქნებ, მის გამო არც წასულა. ჯონგუკს მთელი ზაფხული დაგეგმილი ჰქონდა. თეჰიონიც შედიოდა მის გეგმებში, უნდოდა თავისთან წაეყვანა ბუსანში. რაღაც ახალი ილეთები ესწავლებინა, იმ უზარმაზარი კლდიდან უნდოდა გადმოხტომა, წინაზე ზღვაზე ყოფნისას თეჰიონმა ყვირილი რომ დაიწყო შიშისგან. მან კი ყველაფერი ჩაშალა.
ახლა რატომ ეძებს, ისიც არ იცის, არ უფიქრია რა უნდა უთხრას. იპოვის და რა? ეტყვის შენზე ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მიპატიებია ყველაფერი? ზედმეტად უსინდისობა გამოვა. თუ ახლა ის ჯონგუკს ნახავს, უნდა აუხსნას კიდეც ყველაფერი. თეჰიონმა კი არაფერი იცის ამის შესახებ. ფიქრსაც თავს არიდებს.
- ჯონგუკ, ჯონგუკ, როგორ ურევ მუდმივად ყველაფერს?- სახლში შესულს სიცარიელე საშინლად ხვდება. ოთახისკენ მიიწევს, კარადა ცარიელია. ჯონგუკის ბლოკნოტები გამქრალი, მისი პატარა ჩანაწერები ფერად სტიკერებზე, რომელსაც კედელზე აკრავდა, რომ არ დავიწყებოდა ისინიც გამქრალია. მაგიდაზე აღარ ყრია წიგნები არეულად. უფრო მეტიც, ჯონგუკის არც ერთი ნივთი არ დევს იქ. აღარც ტუმბოზე დევს მათი ფოტოები, ყველაფერი ერთადაა შეკრებილი, მაგიდაზე ერთმანეთზეა გაწვენილი. თეჰიონი ფეხზე აყენებს ყველა მათგანს. შემდეგ მზერა საწოლზე გადააქვს, გასწორებულია, არცერთი ნაკეცი არ აქვს. ჯონგუკი ასე როდის იქცეოდა? მთელი სახლი რომც დაელაგებინა, ოთახი მუდმივად არეული ჰქონდა. ასეთი ცარიელი არასდროს ყოფილა აქაურობა.
YOU ARE READING
By My Side
Action- ჯონგუკ, გთხოვ,- ხელს იშვერს მისკენ,- არ მინდა შენი დაკარგვა, გემუდარები. - სურვილი აღარ მაქვს შენთან შეხვედრის,- მისი ხმა ექოსავით ჩაესმის კიმს, პირდაპირ გულისკენ იკვლევს გზას და აიძულებს მწარედ დაარტყას,- შემთხვევითაც კი. - 12.03.22 - 05.04.22