Untitled part 8

659 77 26
                                    

მეორე დღეა ჯონგუკი კოტეჯიდან არ გადის. ბოდიში? უკან დაბრუნება? შენი დაკარგვა არ მინდა? მისთვის ეს უბრალოდ ყველაზე სასაცილო რამაა, რაც კი ამ ბოლო დროს გაუგია. დააშავა? პასუხსაც აგებს ამისთვის, საუკეთესო მეგობარი დაკარგა. ამაზე დიდი სასჯელი რა არის მისთვის?

ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა იმას, როცა კითხულობდა თუ როგორ ამბობდნენ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იყო მეგობრისადმი გრძნობების გაჩენა. ეცინებოდა, ეს როგორ ვერ უნდა მოაგვაროო ამბობდა, თავად კი ყველაზე უარესს მდგომარეობაში ჩავარდა, ვიდრე შეიძლებოდა.

ოხრავს, საწოლზე წვება და ჰაერში ხელ - ფეხს აქანავებს. ვერასდროს წარმოიდგენდა თეჰიონის მსგავს რეაქციას. შეიძლება შოკის ბრალი იყო, შეიძლება ვერ გაიაზრა უცებ, მაგრამ ის, რაც თქვა... თუნდაც ათი ბოდიში მოიხადოს, არ დაავიწყდება, არასდროს.

დამნაშავეა, აღიარებს, ეს არ უნდა ექნა. რომ არ დაელია, საერთოდ არასდროს გაამხელდა და ეცდებოდა ყველაფრის დავიწყებას, მაგრამ ნაწილობრივ, არც ისეთი მთვრალი იყო, რომ არ გაეაზრებინა, სასმელმა უბრალოდ ცოტა გამბედაობა შეჰმატა. ყველაფერი ახსოვს, ჯონგუკი არც ისე მარტივად თვრება, რომ
მსგავსი სისულელე გააკეთოს, მაშინ მეორე დღეს არც არაფერი გაახსენდება. მაგრამ არ ნანობს. რადგან სხვა შემთხვევაში აქამდე ისეთ ადამიანთან მოუწევდა ცხოვრება, როგორიც თეჰიონია, მიუხედავად ამისა, ის მისი საუკეთესო მეგობარია და ვერ ეგუება უიმისობას, აქამდე არც არავინ ჰყოლია ისეთი, ვისთანაც მსგავსი ახლო ურთიერთობა ექნებოდა.

თეჰიონი დაღვრემილი ზის შინ. რამდენჯერმე გავიდა ეზოში, ჯონგუკის კოტეჯს მიაშტერდა, მაგრამ ფანჯრიდან არავინ ჩანს, ხმაური კი არა, ფაჩუნის ხმაც არ გამოდის. რომ აღარაფერი ვთქვათ საჭმელზე, არც გარეთ გამოსულა სასადილოდ ან სასაუზმოდ და არც ოთახში შეუკვეთავს რამე. თეჰიონს ანერვიულებს მისი ეს მდგომარეობა, მაგრამ ისევ და ისევ მისი ბრალია ყველაფერი.

By My SideWhere stories live. Discover now