მოულოდნელად დაიქუხა და ცა განათქა.
შემეშინდა და შევხტი.
თან მეცინებოდა.
ნამცხვარს გავხედე მას კი გათიშულს ეძინა.
ავდექი და მასთან მივედი.- გაიღვიძე წვიმა დაიწყება მალე.
- აჰა.....- მძინარემ ამოილაპარაკა.
-მიდი გაიღვიძე. გეყო მზის დარტყმა. ეხლა აღარ გაცივდე.
-კარგი.
გვერდი იცვალა.
- სააბაზანოში შევდივარ რომ გამოვალ სახლში დამხვდი.
- კარგი. მერე მე შევალ.
- შენი არ გაქვს??
- ცხელი წყალი გამიფუჭდა.
- ჯანდაბას. კარგი.სააბაზანოში შევედი დაახლოებით ნახევარ საათში გამოვედი.
ნამცხვარი ჩემს სახლში იყო. ტელეფონში თამაშობდა და ტილოები მხარზე ჰქონდა გადაკიდებული.
- შეგიძლია შეხვიდე.
თვალი გაუშტერდა.
- ჰეიიი. გამოფხიზლდი.
- ხოო..
ტილოებს ხელი დაავლო და სააბაზანოში გაიქცა.
- ჩემი შამპუნი არ გამოიყენო. თორემ განანებ.
მისი სიცილის ხმა მომესმა
- კარგი. არ გამოვიყენებ.*ნამცხვარი*
სააბაზანოში ვარ.
მის სააბაზანოში. ყველგან მისი სურნელი ტრიალებს. ეს კი დიდი ხანია თავბრუს მახვევს.
კედელს ხელებით მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. ცხელი წყალი სხეულზე მიედინებოდა.მასზე ვფიქროვდი. მის ლამაზ სახეზე მის სხეულზე.
თვალები გავახილე დაა
- არაა... ეხლა არა.... იდიოტო.
საკუთარ თავს ვეუბნებოდი....- ეხლა არ უნდა გაიღვიძო.
ერთს ვამბობდი მაგრამ მეორეს ვფიქრობდი.კარამელო ძალიან მომწონდა. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას მიყვარდა. მინდოდა მას ჩემთვის სხვანაირად შემოეხედე. არა როგორც მეგობარს. არამედ როგორც კაცს. დიდ ზრდასრულ კაცს, რომელსაც უნდა მასზე იზრუნოს უყვარდეს და გაანებივროს. მაგრამ ის ამის საშვალებას არ მაძლევს.
- კარამელო ვინ გიყვარს ეს მაინც ვიცოდე.
მუჭი კედელს მივარტყი.
-მინდა რომ მე გიყვარდე. შენი ნამცხვარი მე ვიყო.
ვცდილობდი მასზე არ მეფიქარა მაგრამ არ გამოდიოდა.
- ჯანდაბა ამის გაკეთება მომიწევს.
მის სახლში, მის სააბაზანოში.
- ნამცხვარო კარგად ხარ?? არ აპირებ გამოსვლას.