ჰოსოკმა თეჰიონი იკითხა და უთხრეს რომ საბოლოო პატარა რეპეტიციას გადიოდა. იგი უზარმაზარ სარეპეტიციო ოთახში შევიდა სადაც თეჰიონი მარტო იდგა და ტელეფონში ქორეოგრაფიას უყურებდა.
"გამარჯობა პატარავ."-ჰოსოკი უკნიდან ჩაეხუტა მას და თავი მის კისერში ჩარგო.
"გამარჯობა. გელოდებოდი. რეპეტიციამ კარგად ჩაიარა?"-თეჰიონი სწრაფად შემოტრიალდა და ლოყაზე აკოცა.
"მმ ჰმ"-ჰოსოკმა გამომწვევად გაუღიმა და ტუჩზე უკბინა.
"ვიღაც ხასიათზეა..."-თეჰიონმა გაიცინა და აკოცა, ჰოსოკმა კი გაუღიმა და ჩაეხუტა.
"ჯიმინი კარგადაა?"-სწრაფად იკითხა მან.
"ჯერ სცენები არ მოუწყვია და წამალმაც გაუყუჩა თავის ტკივილი..."-შეიშმუშნა თეჰიონი.
"ჯერ არ მოუწყვია სცენები. არვიცი...დღეს რაღაც რიგზე არ არის..."-ჰოსოკმა შეყვარებულისგან გაიხედა.
"ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი წამო, მოვემზადოთ."-თეჰიონმა გასვლის დროს საჯდომზე წამოარტყა ხელი.
"რა იქნება კარგად?"-ორივე გაიყინა როდესაც იუნგი და ნამჯუნი დაინახეს მათ წინ.
"პერფომანსი..."-თეჰიონს ენა ებმოდა და ჰოსოკმა ხელი ჩაკიდა.
"კარგი."-ნამჯუნმა მათ გაუღიმა და ისინიც წავიდნენ. შემდეგ კი იუნგის შეხედა.
"თე რაღაცას მალავს."-იუნგიმ ტუჩზე იკბინა.
"ხო, და შეუძლებელია რომ მხოლოდ ის მალავდეს რამეს. დაგენიძლავები ჰოსოკმაც იცის რაღაც."
მათ ორივემ იცოდნენ, რომ სრულიად შეუძლებელია თეჰიონმა რაღაც იცოდეს და ამას ჰობისგან მალავდეს. ისინი ყველანაირ პატარა საიდუმლოსაც კი უზიარებენ ერთმანეთს. მათ არაფერი აქვთ დასამალი.
ისინი დარწმუნებული იყვნენ რომ ეს რაღაც ჯიმინს და ჯონგუკს ეხებოდა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული იყვნენ რომ ის ორი ამაზე სიტყვასაც კი არ დაძრავენ. ამიტომ თეჰიონი და ჰოსოკი უნდა აალაპრაკონ.
VOCÊ ESTÁ LENDO
STRAIGHT
Fanficჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️