𝑃𝑟𝑜𝑙𝑜𝑔𝑢𝑒

180 15 37
                                    


გაფრთხილება:

მოგესალმებით, უშუალოდ სანამ პროლოგს წაიკითხავთ გაცნობებთ საიდან მოდის ისტორიის დაწერის ინსპირაცია. ეს არის Hannibal Lecter. ჰანიბალ ლექტერი არის რომანისტი თომას ჰარისის მიერ შექმნილი გამოგონილი პერსონაჟი. ლექტერი სერიული მკვლელია, რომელიც ჭამს თავის მსხვერპლს. დატყვევებამდე ის იყო ფსიქიატრი.
ჰანიბალი ცნობილი გახდა, როგორც Chesapeake Ripper (ჩესაპიკის რიპერი) - სერიული მკვლელი.

რომანი ჰანიბალის მიხედვით, მას „უხეშობის ჭამა ურჩევნია".

ჰოპკინსი ლექტერს აღწერს, როგორც "მკვლელთა რობინ ჰუდი", რომელიც კლავს "სასრულოდ უხეშად".

მიუხედავად იმისა რომ ლექტერი კანიბალია მაინც მოსწონს საზოგადოებას, რადგან ჭკვიანია, უყვარს გართობა და აქვს საკუთარი სტანდარტები.

თუ თქვენთვის კანიბალიზმის თემა მიუღებელია, გთხოვთ ნუ წაიკითხავთ!!!

ისტორიაში იქნება ბევრი შემაშფოთებელი სცენები, ზემოთ წაკითხულისგან გამომდინარე ამას თავადაც მიხვდებოდით.

და მაინც თუ გსურთ წაიკითხოთ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თეგის ამ სამყაროში! </3

~~~~~~~~~~

იუნგი არასოდეს აპირებდა ვინმესთვის მისი ნამდვილი ვინაობის გამხელას.

ვინც კი დაინახა ჩესაპიკის რიპერი სახე სამუდამოდ დადუმდა.

მისმა მსხვერპლებმა არც კი იცოდნენ, რომ ის თავად იყო ჩესაპიკის რიპერი. მათ მხოლოდ მუქარად აღიქვამდნენ, შემდეგ შიში მოჰყვა და ბოლოს გააცნობიერეს, რომ მოკვდნენ.
მაგრამ იუნგი დარწმუნებული იყო, რომ არცერთ მათგანს არ გაუკეთებია ზუსტი დასკვნა რიპერის საქმეების შესახებ. მათთვის ის უბრალოდ მკვლელი იყო.

ფაქტობრივად ძალიან უცნაურია.

შენ ყასაბის წინაშე შიშისგან მუხლებზე არ უნდა დამხობილიყავი?!

ხმაურმა ფიქრებიდან გამოიყვანა.

ბიჭის მძინარე სხეული გაინძრა, როდესაც ეძინა, გადაბრუნდა, მაგრამ არ გამოფხიზლებულა.

კარგია, გაიფიქრა იუნგიმ.
დაიძინე კიმ თეჰიონ, შენ ჯერ კიდევ გჭირდება ძალების აღდგენა.

როგორ იქნებოდა რეაქცია თუ იუნგი გამოუცხადებდა თავს მას?

ეს ავტომატურად აქცევს თეჰიონს თავის მსხვერპლად?

არის კი სერიული მკვლელოს სახის გამომეტყველება სიკვდილის ნიშანი?!

საინტერესო იდეა თითქმის მისტიკური პოტენციალით, მაგრამ იუნგის არ სურს ბიჭს სხვების მსგავსად მოექცეს.
არ სურს კანზე სისხლიანი ნახატის დახატვა, არც ძვლების დამტვრევა.

მას სურდა ენახა თავად თეჰიონის დადატული მსგავსი ნახატი...

როგორ დაამტვრევდა ის მსხვერპლს ძვლებს.
როგორ ისწავლიდა თეჰიონი მკვლელობის ხელოვნებას. ამ იდეამ გაახარა და სხეულში უცნაური სითბო იგრძნო იუნგიმ, მაგრამ ის თავს აკონტროლებდა. ვერაფერს ვერ აჩქარებდა, რადგან თეჰიონი ისეთი ახალგაზრდა არის, ისეთი ძვირფასი. ისე მორჩილი და მყიფე...

იუნგიმ თბილი საბნის ქვემოდან ხელი ამოაძვრინა და ბიჭს უხეშ თმაზე ნაზად გადაუსვა. უჭირდა მძინარეზე თვალის მოშორება, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სხეულიც მოსვენებას ითხოვდა. იუნგი უხალისოდ გადაიხარა უკან, თეჰიონის გულისცემას, მის მშვიდ სუნთქვას მოუსმინა და თვალებიც დახუჭა.

მან გაიარა გონების სასახლე, პირველად დიდი ხნის შემდეგ და ამჯერად კონკრეტული მიზანით.

ნელ-ნელა მოგონებები ცვლიდა ერთმანეთს, ლამაზი, მტკივნეული, მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი.

ბოლოს დანიშნულების ადგილს მიაღწია და იგრძნო, როგორ თანდათან მშვიდდებოდა მისი სხეული.

სულით მინ იუნგი დაბრუნდა იმ დღეს, როდესაც კიმ თეჰიონი შევიდა მის ცხოვრებაში..!

~~~~'
გაფრთხილება!

ფიკი დასარედაქტირებელია. ბოდიშს გიხდით ამის გამო. როგორც კი დავასრულებ წერას მაშინვე დავიწყებ რედაქტირებას.❤️

 𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱOnde histórias criam vida. Descubra agora