პროლოგი

7 4 0
                                    

და მაინც რა განსხვავებაა ცხოვრებასა და არსებობას შორის? ვცხოვრობთ იმისათვის რომ ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიოთ, რაღაც შევიგრძნოთ გამოვცადოთ ტკივილი, სიყვარული, იმედგაცრუება, მონატრება, მოლოდინი და კიდევ ბევრი გრძნობა, რადგან გავიგოთ თუ რა არის ადამიანად ყოფნა, მაგრამ არსებობა შორსაა ამ ყველაფრისგან ადამიანი რომელიც არსებობს ის ცარიელია, გატეხილია და მისი გამთელება თითქმის შეუძლებელიც კია.
მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა როგორ მიდის ადამიანი იქამდე რომ ის არსებობას განაგრძობს და არა ცხოვრებას? იქიდან რომ მან გამოცადა ყველა გრძნობა, მაგრამ აირჩია ერთი გზა, იმის მაგივრად რომ გამთელებულიყო ცარიელად ყოფნა არჩია, მაგრამ ყველაფერი როდია ჩვენზე დამოკიდებული არასდროს იცი ცხოვრება როგორი მოულოდნელობებითაა სავსე, უნდა გარისკვო რათა იწვნიო ყველა გრძნობა, რათა მიხვდე არსებობასა და ცხოვრებას შორის განსხვავებას.
და მაინც ღირს კი გარისკვა? ცხოვრებაში ბევრი რამ გადამიტანია ბევრჯერ დავცემულვარ და ამასთანავე ბევრჯერაც წამომდგარვარ, რადგან არ მინდოდა იმ ადამიანთა კატეგორიას დავმსგავსებოდი ვისაც არაფერი გაეგება ცხოვრების და უბრალოდ ხელი აქვს ჩაქნეული მასზე, უბრალოდ არ უნდათ შეიგრძნონ ადამიანობა. ჩემი მთელი ბავშვობა მოზარდობამდე ოცნებებში გავატარე. ვოცნებობდი შესაძლოა ბევრისათვის სულელურ რაღაცაზე მაგრამ იმ მომენტში ჩემთვის მნიშვნელოვანზე. რაც უფრო ვიზრდებოდი ჩემი ოცნებები ოცნებებად რჩებოდნენ, რადგან არასდროს არაფერს ვაკეთებდი იმისათვის რომ მათთვის ფრთები შემესხა, გავიზარდე და მაინც ასე ვარ რადგან მიჭირს საკუთარ თავში ძალის პოვნა და შეკოწიწება საკუთარი სულის რადგან შინაგანად გატეხილი ვარ. მაგრამ ვიცი და მჯერა რომ ცხოვრებაში დადგება დრო როდესაც მეც შევძლებ ფეხზე მყარად ყოფნას და ვირწმუნებ ცხოვრების მნიშვნელობას გავრისკავ, შევიყვარებ და გამოვცდი ყველა იმ გრძნობას რაზეც ადამიანები ხშირად საკუთარი ნებით უარს ამბობენ.

ჩანაწერის დასასრული. მეოცნებე🖤

იმედი მაქვს მოგეწონებათ🖤

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 27, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

DreamerWhere stories live. Discover now