ხმამაღალ მუსიკას მთელი სხეულით შევიგრძნობ და რითმს აყოლილს ნაკლებად მადარდებს ირგვლივ მყოფი ხალხი .
იმდენი ხანია , თავისუფლება არ მიგრძვნია არც მოჭარბებულ სასმელს ვაქცევ ყურადღებას .
ჩემს წინ მდგარ სტეისის ხელებს ვხვევ მხრებზე და მასთან ახლოს ვაგრძელებ ცეკვას .
მხოლოდ ჩემს აჩქარებულ გულს , ხმამაღალ მუსიკას და ბგერებს ვგრძნობ რომელსაც ჩემი ტუჩები ტოვებს .
დადებითი ემოციებისგან უაზროდ მეღიმება .
- ვიღაც გაშტერდება - ხმამაღლა ჩურჩულებს ჩემს ყურთან და წინ ჩამოშლილ თმას უკან მიწევს .
შეკრული წარბებით მტრულად უყურებს აშკარა მსხვერპლს და სიცილისგან გამოწვეული სასიამოვნო ტალღაც მივლის სხეულში .
- ისე საშიშად გამოიყურები არ მგონია მომიახლოვდეს , პატარავ - ლოყაზე ვაკრავ ტუჩებს და მის პრწკენაზე უსიამოვნოდ ვიშმუშნები .
უკანა ჯიბეში მოთავსებული ტელეფონი მოულოდნელად ყვება მუსიკის ხმას და ბზუილით მახსენებს თავს .
- უნდა ვუპასუხო , ნაილთან მიდი - დედაჩემის ზარს ვანახებ სტეისის და ვცდილობ ხალხში გზა გავიკვლიო .
გარეთ გასვლისთანავე ვგრძნობ მარტისთვის დამახასიათებელ სიცივეს .
სითბონარევ უცნაურ სიოს .
თითქოს ჩემნაირს .
მის გრილა ტონებს ჩემს კანზე გაბნეული უამრავი მარგალიტი ეხმაურება და გაურკვეველ გრძნობებად მივრცელდება სხეულში.
- დედა - შემომავალი ზარი მაწყვეტინებს დარეკვის მცდელობას და მეც მაშინვე ვპასუხობ მას .
- სად ხარ? - მის კითხვაზე თვალებს უნებურად ვატრიალებ . მშვენივრად იცის ჩემი ადგილსამყოფელი , მაგრამ ვერაფრით უმკლავდება ნერვიულობას - დიდი ხანია გირეკავ , არ გესმოდა?
YOU ARE READING
ხელი არ გამიშვა
Romance"- მე დიდი ხანია ვიწვი შენს გვერდით . იქნებ შენგან შორს ... მაგრამ დაბლა , შენთან ერთად , შენსკენ ხელგამოწვდილი ... პატარა ფეი ... - ჩემსკენ დახრილი ჩემს ტუჩებთან ჩურჩულებს თითოეულ სიტყვას და მეც თვალდახუჭული, ყველა უჯრედით შევიგრძნობ მას . "