Did you think i loved you??

15 3 0
                                    

იყო და არა იყო რა,იყო ერთი ბიჭი,რომლის მთელი ცხოვრებაც ტყუილი იყო.

ჯონქუქის საყვარელი სეზონი გაზაფხულია.უყვარს მის გარშემო აყვავებული ხეების ნახვა,ახლად ამოსული ბალახის სასიამოვნო სურნელი,აქა იქ ფერადი ყვავილები და თბილი ქვეყნებიდან მოსული მოჭიკჭიკე ჩიტებისთვის ყურება.ასევე დიდ სიამოვნებას ანიჭებს,როდესაც მის გარშემო კვლავ გამოცოცხლებულ ბუნების პეიზაჭს ხედავს.თითქოს ამ ყველაფრის დანახვისას ახალი ენერგიით ივსება,ახალი სულით იბადება,ცდილობს დაშვებული შეცდომები გამოასწოროს,აკეთოს ის რაც უნდა.თუ ბუნაბას აქვს შანსი ხელახლა დაიბადოს,ეს ადამიანებსაც შეუძლიათ??? რატომაც არა! აი იმიტომ არის გამორჩეული მისთვის ეს სეზონი.ყველაფერ ცუდს უკან იტოვებს,ყველაფერს ივიწყებს და ცდილობს დაიწოს ახალი ცხოვრება,ახალი ენერგიით.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის!

სწორედ ამ სეზონზე,ერთ მშვენიერ გაზაფხულის დღეს გაიცნო მისი მეწყვილე,რომელიც ძალიან უყვარს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ თავი ბედნიერად იგრძნოს. დღემდე კარგად ახსოვს ის დღე,როდესაც კაფიდან გამოსულმა თეჰიონმა შემთხვევით ყავა გადაასხა.უნდოდა ეყვირა და შენიშვნა მიეცა,მაგრამ როდესაც შეხედა ხმაც ვერ ამოიღო.თეჰიონის სილამაზემ დაატყვევა.არაფრის თქმა შეეძლო,მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა დედამიწას როდესაც ბიჭმა ხელით ოდნავ შეანჯღრია.იმის შემდეგ აღმოაჩინეს,რომ ორივე ერთი და იგივე უნივერსიტეტში დადიოდა.მეგობრობა დაიწყეს და ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები იყვნენ.ერტად ბევრ დროს ატარებდნენ,ეს მეგობრობა კი შემდგომში უფრო დიდი გახდა,რაღაც უფრო დიდ გრძნობებში გადაიზარდა.როდესაც ჯონქუქი მიხვდა,რომ თეჰიონი უყვარდა,გადაწყვიტა გრძნობები გაემხილა მისთვის და აღმოჩნდა რომ არც თეჰიონი ყოფილა გულგრილი ბიჭის მიმართ.როდესაც დრო დადგა,რომ ეს ამბავი მათ მშობლებს  უთხრეს,ისინი ამ სიყვარულის წინააღმდეგი აღმოჩნდნენ.მაგრამ ამან არცერთი შეაჩერა და მშობლებისგან შორს ,ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს,ერთმანეთის გამო უარი თქვეს ყველაფერზე.

just a toy.no love. -oneshot.Where stories live. Discover now