"რა?..."-გულაჩქარებულმა იკითხა იუნგიმ.
ჯონგუკი იატაკზე ტიროდა და გულზე იჭერდა ხელს.
"ჯონგუკაა..."-ჯინი მის წინ დაჯდა.
"არა! მათ ის მოკლეს...და მე ვერ შევაჩერე ეს. ვერაფერი ვერ შევაჩერე."-ჯონგუკმა უკან კარებს თავი მიადო და თვალები დახუჭა.
ერთი შეხედვითაც კი იგრძნობდი მის ტკივილს."რა მოხდა, ჯონგუკ?..."-ჯინს ცრემლები წამოუვიდა, ჯონგუკმა კი საბოლოოდ დაიწყო საუბარი.
"ჩვენ ერთად ვსწავლობდით სკოლაში. ის ძალიან ლამაზი, ძალიან საოცარი, კეთილი და...უბრალოდ მშვენიერი იყო. ის ჩემი მეგობარი იყო. ჩემი...ჩემი ჰიონი. ის იყო ის ვინაც კარიერის დაწყებისკენ მიმიძგა. აქ მე მის გამო ვარ."-ტიროდა ჯონგუკი.
"ჩვენ...ჩვენ მაშინ შეხვდით ერთმანეთს როდესაც ძაღლისგან გადამარჩინა რომელიც ქუჩაში მომსდევდა. ძალიან უყვარდა ძაღლები..."-გაიღიმა მან.
"მან გადამარჩინა მაგრამ...მე ვერ შევძელი მისი გადარჩენა."-ჯონგუკმა ტუჩზე იკბინა როცა მისი ნოსტალგიური ღიმილი ცრემლებში გადაიზარდა."მას მინჯე ერქვა..."
----------------------------------------------------წლების წინ
"რას შვები მისტერ აიდოლ?"-მინჯე ჯონგუკის წინ დაჯდა.
"აჰ, ჰიონ. ძალიან ბევრი დავალება მაქვს და მე სკოლა მძულს. ორშაბათის მერე ვესწრები გაკვეთილებს!"-ჯონგუკმა დაიწუწუნა და ძალაგამოცლილმა სახე ხელებში ჩარგო.
"დღეს მხოლოდ სამშაბათია, გუკ."-გაიცინა მინჯემ.
"რა? მართლა? ჩემ ცხოვრებას შევეცი."-ჯონგუკი ისე იქცეოდა თითქოს ტიროდა.
მინჯემ გაიცინა და თმები აუჩეჩა.
"საყვარელი ხარ. ახლა კი მითხარი, სკოლის მერე შემხვდები?"-გაიღიმა მან.
"რათქმაუნდა"-ჯონგუკს უყვარდა მასთან ერთად დროის გატარება. ის უფროსი ძმასავით იყო მისთვის.
YOU ARE READING
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️