საღამოს ექვსი საათია, თეთრი ნაზი კაბა მაცვია,ჩემი ბუნებრივი სტილისგან განსხვავებული მაგრამ ამავდროულად საკმაოდ სახასიათო.
კარზე ვაკაკუნებ..ის აღებს..შიგნით მიპატიაჯებს და აღტაცებული იწყებს ჩემს გამოკითხვას იმის თაობაზე თუ როგორ გამოიყურება და სჭირდება თუ არა რაიმეს შესწორება.. მე კი ვპასუხობ,რომ არა რეალურად თმა და კაბა შეუსაბამო იყო მაგრამ კარგ ხასიათს ვერ გავუფუჭებდი თმის გამო, თავის სატრფოს ხომ ისეთი შეუყვარდა,როცორიც არის..ხო მართლა აქ სწორედ იმიტომ მოვედი რომ მისი შეყვარებული გავიცნო,რომელთანაც უკვე დიდი ხანია იზიარებს სევდას,სიხარულსა თუ მწუხარებას.. ეს საუბრები საერთოდ არ ჯდება ჩემს ხასიათში მაგრამ ყველანაირად ვცდილობ ჩემი სკეპტიკური შეხედულებები თავს არ მოვახვიო მათ ვინც იგივეს არ იზიარებს..
-დარწმუნებული ხარ,რომ მოვეწონები?
-მემგონი გავიწყდება,რომ უკვე უყვარხარ და თუ მართლა ისეთია როგორადაც აღწერ შენს გარეგნობას დიდ ყურადღებას არ უნდა აქცევდეს.
-მაინც ვნერვიულობ,შენც გაიგებ რას ვგრძნობ,როდესაც შეგიყვარდება!
-არარეალურ ფანტაზიებზე საუბარს ჯობს დროს გახედო (საათისკენ მივუთითე,რომელიც გრძელ ვარდისფერ კედელზე ეკიდა,ეს კედელი სწორედ ჩემი მეგობრების ხასიათს შეესაბამებოდა.)
-იმედია არ დააფრთხობ შენი სკეპტიკოსობით, მართლა არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანს იმედები ან ოცნებები საერთოდ არ გააჩნდეს რატომაა შენი გულის კარი დაკეტილი ყველასთვის? ამაზე პასუხს ყოველთვის თავს არიდებ.
-ცდები,ოცნებები მაქვს ოღონდ კარიერული და ჩემი გულის კარი ღიაა მეგობრებისთვისა და ჩემი ოჯახისთვის (გამეცინა,ოჯახის ხსენებაზე ჩემი ტკბილი სახლი გამახსენდა, რომელიც მუდამ სავსე იყო მხიარულებითა და იმედით).
10:00 კარზე კაკუნია:
-აი მისი პირველი კარგი თვისება,პუნქტუალურია. (კარის გასაღებად წავიდა)
-უფრო ზუსტად კარებთან იდგა ბოლო ათი წუთი და კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ზუსტ დროს დააკაკუნა, Hah გავშიფრე (სიამაყით გამეღიმა)
-გთხოვ! (ჩემი მეგობარს სახეზე დიდი ხვეწნა მუდარა დაეტყო,რომ ამ ერთხელ მაინც მივსალმებოდი ნამდვილ სიყვარულს სარკაზმისა და ირონიის გარეშე. ვერ ვაწყენინებ, ვინაიდან პირველი ადამიანი ვარ ვისთვისაც მისი მეორე ნახევრის გაცნობა გადაწყვიტა,ამიტომ სათანადოდ უნდა მოვიქცე,რომ ამის მიზეზი გასაგები გახდეს მესამე თვალისთვის.)
კარი გააღო, ის შემოვიდა, ცალი თვალით გავიჭყიტე დიდ თაროებს შორის არსებულ ღრიჭოში და დავინახე როგორ კოცნიდა ჩემს მეგობარს ლოყაზე,სახე არ ჩანდა,მოთმინებით დავდექი მისაღებ ოთახში, ხელში წიგნი დავიჭირე და არ შევიმჩნიე,რომ დიდი ინტერესით ველოდი მეგობრის შეყვარებულის ნახვას,ვინაიდან სკეპტიკოსობის მიუხედავად ძალიან ჭორიკანა ვარ. წიგნი საინტერესო აღმოჩნდა ერთ წუთზე ნაკლებ დროში მთელი გვერდი ჩავიკითხე,სახელი არ მახსოვს,არც შინაარსი მაგრამ აშკარად რაღაც ტრაგიკულზე იყო.
-გამარჯობა. დიდი ენთუზიაზმით მომესალმა ვიღაც უცხო ხმა მე კი მალევე გამოვაღწიე წიგნის მავთულხლართებიდან თავი და..
-გამარჯობა..(სახეზე არ შევიმჩნიე იმ წამს განცდილი გრნობები ,არც ხმა ამკანკალებია.
მე უბრალოდ ვიცი *წარსულის ადგილი მომავალში არ არის,იმის და მიუხედავად ცხოვრება ცდილობს თუ არა ამ ორის ერთმანეთში შერევას*.