-გისმენ ჯიმ
-დაამთავრე?
-კი გისმენ
-შეგეძლო წეღან გეთქვა რომ არ გეცალა
-მაპატიე, გისმენ ახლა
-არ ვიცი რა გავაკეთო თე, ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი მაგრამ თუ ასე ცივად მომექცევა ამას ვერ გავუძლებ, არ შემიძლია ვიღაცა რომ მიყვირის
-ჯიმ მან გაპატია. მერე რა თუ გაბრაზებულია, უყვარხარ და შენთან უნდა. თავიდან ეს სისულელე აზრები მოიშორე და დაიძინე
-თე
-მას უყვარხარ მართლა, შენ იმიტომ კი არ გაპატია რომ მარტო დარჩენა არ უნდა, მართლა უყვარხარ. ასე რომ მორჩი ისტერიკას და ეცადე დაიძინო. თუ ამაზე ბევრს იფიქრებ ცუდად გახდები ამიტომ წადი და დაიძინე
-კარგი
-თუ ერთ საათში ვერ დაიძინებ და ისევ ცუდად იქნები დამირეკე და მოვალ
-კარგიჯიმინმა გათიშვა დააპირა
-მოიცადე ჯიმ
-რა?
-ყველაფერი კარგად იქნება
-მჰჰ
-მიყვარხარ
-მეცჯიმინმა ტელეფონი გათიშა და ზემოთ ავიდა. ოთახში შევიდა და ლოგინში დაწვა. ჯონკუკისკენ მიიწია და ხელები მოხვია
-გუ
-მჰჰჯონკუკმა დაიზმუვლა
-გთხოვ გადმოტრიალდი და ჩამეხუტე რა
-ჯიმ უბრალოდ დაწექი და დაიძინეჯიმინი ნაწყენი გადაბრუნდა თავის მხარეს და ბალიშს ჩაეხუტა. ისევ და ისევ ჩუმად სრუტუნებდა
-შეგიძლია ტირილს მორჩე და ძილი მაცადო.ჯიმინს მართლა არ შეეძლო ამის ატანა. თავისი ბალიში აიღო და ოთახიდან გავიდა. ტახტზე დაწვა და პლედი დაიფარა. ცოტახანში ტირილისგან დაიღალა და დაეძინა
თეჰიონმა როცა ჯიმინთან საუბარი დაასრულა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
-ჯიმინს რატომ უთხარი რომ გიყვარს
-რა?
-ხო წეღან თქვი
-ის ისტერიკაშია და საერთოდ დეპრესიული ადამიანი გახდა იუნგის მერე, ხოდა როცა ეუბნებიან რომ ძალიან კარგი მეგობარია ან უყვარს მშვიდდება. მოიცა იეჭვიანე?
-ცოტა
-ჯიმინზე არ იეჭვიანო ის ჩემი საუკეთესო მეგობარია
-კარგი და ისე იუნგი ვინ არის?
-ჯიმინის ყოფილია
-დიდი ხანია დააშორდნენ?
-იუნგი ხუთი წლის უკან გარდაიცვალა
-მოიცა ჯიმინს შეყვარებული მოუკვდა?
-ხო ამიტომ არის რომ ყველაფრის ეშინია და როცა ისტერიკაშია და ვერ მშვიდდება თავს იზანებს ხოლმე. ნუ თუ მე არ ვყავარ გვერძე იმ შემთხვევაში
-ალბათ მისთვის ძალიან რთული იყო, როგორ გარდაიცვალა
-ავარიაში მოყვა და რამოდენიმე დღეში ტვინი შეუშუპდა. ჯიმინი ისე ცუდად გახდა მაგის გახსენებაც არ მინდა. ეგეთ მდგომარეობაში არავის ნახვას არ ვისურვებდი არასდროს
-ასე ცუდად იყო? ვგულისხმობ ცუდია შეყვარებული რომ მოგიკვდება მაგრამ
-ისინი სკოლიდან ერთად იყვნენ და გეფიცები მართლა ეგეთი სიყვარული რომელიც მათ ქონდათ არსად მინახავს, თან ორივე ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ყველაფრით, ინტერესიდან დაწყრბული საუბრით დამთავრებული
-და ჯონკუკი?
-ჯონკუკი ამ წელს შემთხვევით გაიცნო და შემდეგ დაახლოვდნენ
-აჰა გავიგე. დათუნია წამოდი წავიდეთ უკვე გვიანია და ბარგიც არ ჩაგვილაგებია