ეს მართლაც საინტერესოა, თეჰიონს სურს იყოს რიპერი! ბევრი ადამიანი კანკალებს იმის წარმოდგენაზე, თუ რას გააკეთებენ ან გააკეთებდნენ მსხვერპლის ადგილას. ყველას არ შეუძლია წარმოიდგინოს როგორი იქნება მათი სიკვდილი რიპერის ხერხებით. როგორი გრძნობა არის დახრჩობა, დანით დაჭრა ან ცემით სიკვდილამდე მიყვანა და საერთოდ რა უტრიალებს ადამიანს ტვინში ბოლო ამოსუნთქვისას? ეს კითხვები არც თუ ისე იშვიათი იყო, განსხვავებით თეჰიონის თანატოლებისთვის.- ალბათ ერთხელ მაინც ყველას წარმოუდგენია სხვისი მკვლელობა._ თქვა იუნგიმ და სურდა თეჰიონის თვალებში უფრო ღრმად ჩაეხედა. სანახავი იყო უფრო მეტი რამ ვიდრე მომხიბლავი, დაბნეული თვალები.
- მაგრამ ეს ასე არ არის... - თქვა თეჰიონმა.
- მე მათ მსგავსად ვხდები... ვგრძნობ რასაც ისინი გრძნობენ... მე ისე ვიმეორებ ამ მკვლელობებს გონებაში, თითქოს მე მოვკალი ყველა ეს ადამიანი... მე ვაკეთებ გონებრივ ნახტომებს, რომელთა ახსნა შეუძლებელია და რაც მაიძულებს მეშინოდეს საკუთარი თავის...- რას ჰგავს ეს გონებრივი ნახტომები?_ უფრო მეტად აინტერესებს ექიმ მინს.
- მე...ვიცი, მაგალითად, რომ რიპერი თავის მსხვერპლს ღორებად ხედავს. ისინი არ იმსახურებენ თავიანთ ორგანოებს მის თვალში და დარწმუნებული ვარ, რომ ვიცი, რას აკეთებს ის მათ ორგანოებისგან...
- FBI ვარაუდობს, რომ ის მათ ტროფებად იყენებს, თუ არ ვცდები._ მშვიდად უპასუხა იუნგიმ. არავითარ ემოციას არ ავლენდა მისი ლაპარაკი. მისი ტონი და ის ფაქტი, რომ თეჰიონს საერთოდ არ სჯიდა, თითქოს გარკვეულ უსაფრთხოებას აძლევდა ბიჭს.
- არა. _ თქვა მან თითქმის ჩუმად. - ის ჭამს მათ!
იუნგი ყოველთვის მოხიბლული იყო ბედისა და უბედობის ცნებით. ბედისწერა იყო ეს ბიჭი მის კაბინეტშია? თეჰიონ კიმმა, რომელმაც სულ რაღაც თექვსმეტი წლის ასაკში და ოდნავ შეწუხებული სოციალური ქცევით, უფრო მეტი იცოდა ჩესაპიკ რიპერის შესახებ, ვიდრე ჩულ ლის მთელმა გუნდმა.
იუნგი არ იყო რელიგიური და არ სწამდა ღმერთის, მაგრამ მორწმუნე რომ ყოფილიყო ალბათ მადლობას გადაუხდიდა ამისთვის.
YOU ARE READING
𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱ
Fanfiction,,მოგეხსენება, იროკეზები მტრებს ჭამდნენ, რათა ძალა მომატებოდათ. დამელოდეთ ექიმო მინ, შენი მკვლელობები ჩემი მკვლელობა გახდება. მე გავხდები ახალი ჩესაპიკის რიპერი." Complete ✓ ✍︎ Started: 06.03.2022 ✍︎End: 08.02.2023