💜1💜

62 1 0
                                    

ნიღბის მიღმა
ნაწილი 1

სიბნელე ჩემში

შემოდგომა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ლამაზია ფოთოლცვენა.ის თავისი ფერებით ყოველთვის მნუსხავდა. როცა პატარა ვიყავი წვიმაშიც კი გავდიოდი გარეთ და ბაღში ვსეირნობდი,ნახევრად ყვითელ, ოდნავ წითელი რომ დაკრავს ისეთ ფოთლებს ვაგროვებდი. ღმერთო ახლა ვფიქრობ რად მინდოდა,ოთახი სავსე მქონდა ამ სისულელეებით, ყოველშემთხვევაში ახლა სისულელეებით.
ისე ახლაც შემოდგომაა, ჩემი სახლის წინ დიდი მუხა დგას, რომლის სილამაზეც მუდამ თვალს მჭრიდა, მისი ფოთლები შემოდგომაზე მილიონჯერ უფრო ლმაზი და საოცარი ხდება , საოცრად სასიამოვნო საყურებელია, როგორ ერხევა ქარში ვეებერთელა და ძლიერი ტოტები, როგორ მიჰყვებიან ქარს მისი ლამაზი ფოთლები და როგორ ნაზად ეფინება მიწაზე.
მუხასთან მივდივარ, ისეთი ლამაზია! მინდა სულ მას ვუყურო, თუმცა დღეს გამორჩეულია, არ ვიცი რატომ, ალბათ მზის სხივებმა გაანათა, ელვარება შესძინა, ასე მგონია ციდან საოცარი ფერები იღვრება და ყველა მათგანი ამ დიდ უზარმაზარ მუხაზე პოულობს ადგილს. რა ლამაზია, როგორ მინდა არ დასრულდეს, როგორ მინდა სულ ვხედავდე, სულ მესმოდეს ამ პატარა ჩიტების ჭიკჭიკი.
უეცრად ნაცნობი ხმა მესმის:
- რამხელაა არა? - ეს მამაა,
- ჰო, თან ლამაზი. - ვპასუხობ და მისკენ ვბრუნდები.
მამა იღიმის და მე მიცქერს, ხო ისისნი არიან დედა და მამა, ერთმანეთს ცხელი ჩაით უმასპინძლდებიან.
- ქეით ... ჩაი,
მამამ ფინჯანი ზემოთ ასწია და მანიშნა რომ დამელია. გავუღიმე და მისკენ წავედი. დედა ფეხზე წამოდგა ფინჯანი დამიდო და თავის ადგილს დაუბრუნდა. ერთმანეთს ვუცქერთ, ვიღიმით დედა და მამა რაღაცაზე საუბრობენ თუმცა, რატომღაც ვერ ვარჩევ რაზე.
- ქეით !- დედა ეხლა მე მიბრუნდება და მკვახეთ მეძახის,
- რამოხდა? - ისეთი სახით ვეკითხები ახლა ჩემი სახის დანახვა არც მე მომინდებოდა.
- ქეით!- ყურში დედას ხმა კიდევ უფრო მკვახედ ჩამესმის.
- ქეით, გეყოფა ამდენი ძილი ადექი !
თვალებს ვახელ ჩემი სიზმრიდან,თუ მოგონებიდან გამორკვეყლი ვგრძნობ როგორ ცივა, ძვლებში მამტვრევს, მართლა ძალიან ცივა.
- ქეით არ გესმის?
- მესმის დედა, მესმის!
- ხოდა იჩქარე შენი არდადეგები დასრულდა, სწრაფად მოემზადე, მანქანასთან გელოდები.
ღმერთო სულ დამავიწყდა, ამ ახალ სახლში ჩემი სკოლაში წასვლის პირველი დღეა, ჯერ ვერ შევეგუე აქაურობას. უეცრად ჩემი სიზმარი გამახსენდა.მენატრება ჩემი სახლი, ჩემი მუხა, ის ბედნიერი დღეები. მას შემდეგ რაც თბილისში გადმოვედით, ხშირად ვფიქრობ იმ დღეებზე, რაც გამოვიარეთ. რაც მამა გარდაიცვალა, დედამ თქვა რომ იმ სახლში ვეღარ გავჩერდებოდით, რომლლის ყოველი კუთხე კუნჭული მის თავს გაახსენებდა.უი ჰო ალბათ გაინტერესებთ რატომ მქვია ქეითი, ეს ბევრს აინტერესებს აქ, სანამ ეს შემთხვევა მოხდებოდა ამერიკაში ვცხოვრობდით, ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ წავიდნენ თბილისიდან ნიუიუორკში, ჯერ სასწავლებლად შემდეგ იქ დაოჯახდნენ მუშაობაც იქ დაიწყეს და მალე მეც გავჩნდი ამიტომაც ქეითი დამარქვეს, არასდროს მეგონა თუ ჩემი სახლიდან ასე შორს წამოვიდოდი ოდესმე, თუმცა ასეც მოხდა და აი ახლა აქ ვარ თბილისში, დედა მასწავლებელია, აქ მან სამსახური მისი ძველი კოლეგისა და მეგობრის დახმარებით იპოვა, იმ ქალმა დედას რეკომენდაცია გაუწია. საწუწუნოც არაფერი მაქვს, დედა თბილისის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის პედაგოგი გახდა, მეც რათქმაუნდა იმ სკოლაში დამარეგისტრირა. სულ ცოტაც, მხოლოდ ერთი წელი და ამ ყველაფერს თავს დავაღწევ! ამას ჩემ თავს ხშირად ვუმეორებ,თუმცა ამაოდ. ეს ვერ მშველის, ძველ დღეებს ვერ დააბრუნებს.
- ჯანდაბა ქეით ისევ დაიძინე? - გინდა პირველივე დღეს შემარცხვინო?
-მოვდივარ დედა მოვდივარ.
საწოლიდან უხალისოდ ვდგები, ძალიან ცივა. მინდა უკან დავბრუნდე და საბანში კარგად გავეხვიო , თუმცა უკვე გვიანია, ჩემი მახინჯი საათი მიჩვენებს ,რომ ცხრის ნახევარია, ჩაცმას და მომზაებას ვეღარ მოვასწრებ. კიდევ კარგი დილით ჭამა არ მიყვარს. ეს დიდ დროს წაიღებდა, დიდი ხალისი არ მაქვს უცხო სკოლაში წასვლის, უცხო გარემოში, სრულიად უცხო ბავშვებთან. ვინ იცის როგორები არიან, რომ დამინახავენ ჩემზე რას იფიქრებენ. ჩემი მეგობარი ვანსა ყოველთვის მეუბნებოდა პირველად ,რომ დაგინახე მაგარი იდიოტი ვინმე მეგონეო. მართალია ამას ყოველთვის ამატებდა, რათქმაუნდა ვიხუმრეო, თუმცა მე ვიცი ,რომ ეს სიმართლეა. მას ვერ გავამტყუნებ, ადამიანთან კონტაქტში შესვლა ძალიან მიჭირს არმიყვარს სიახლეები, ახლა განსაკუთრებით. პირველად მასთანაც ასე ვიყავი, არცკი ველაპარაკებოდი, კიდევ კარგი ჩვენი გაცნობის ინიციატივა მან გამოიჩინა თორემ ასეთ კარგ მეგობარს ნამდვილად დავკარგავდი.ვერ წარმოიდგენთ ახლა როგორ მენატრება. საერთოდ ამერიკაში ბავშვები, საკმაოდ გახსნილი და თავისუფალია, აქკი არვიცი რახდება, როგორი ხალხი ცხოვრობს, როგორი ბავშვები, მშობლები ყოველთვის ლაპარაკობდნენ საქართველოზე, ამბობდნენ თუ როგორი თბილი და კეთილი ხალხი ცხოვრობს აქ, ყოველშემთხვევაში ჩვენს ირგვლივ მაინც, მამა მპირდებოდა რომ ერთ დღეს ჩამომიყვანდა და ჩემს ნამდვილ ქვეყანას გამაცნობდა, სამწუხაროდ მამა ამას ვერმოესწრო, მაგრამ დედამ ერთი თვეა არა, ცოტა მეტი, რაც თბილისში ჩამომიყვანა. სახლში ყოველთვის ქართულად ვლაპარაკობდით, ამიტომაც ვიცი ქართული ასე კარგად.
ტანსაცმელს გათოშილ სხეულზე ძვლივს ვიცმევ, თმას ვივარცხნი, ხელებს ვერ ვგრძნობ, თმისამაგრი ძრს მივარდება ვიღებ და თმას მაგრად ვიჭერ, კოსას ვიკეთბ და ვიკრავ, ეს ჩემი ყოველდღიური იმიჯია. ქურთუკს ვიცმევ ცოტათი გავთბი, ხელთათმანიც მინდა, მაგრამ მისი მოძებნის დრო ნამდვილად არ არის.თუმცა რაღაც ძალა მაინც მაკავებს და ოთახიდან გასვლის ყველანაირ სურვილს მაკარგვინებს,საწოლზე ჩამოვჯექი, ღრმად ვსუნთქავ, ცივი ჰაერი ამ საშინელ, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო და არვიცი რატომ სასიამოვნო სიცივეს, კიდევ უფრო ამძაფრებს.მინდა ასე დიდხანს ვიჯდე ჩემს ფიქრებთან მარტო და ადგილიდან არ დავიძრა თუმცა, ამას ვატყობ არავინ დამაცდის.
-ქეით!
დედა ისევ მეძახის, დროზე უნდა წავიდე, თორემ ბოლოს აქ ამომაკითხავს. ჩემი ოთახიდან გავდივარ, კიბეზე ჩვალ და გარეთ გავალ, თუმცა არ მინდა, უკან მირჩევნია დაბრუნება. არვიცი ახლა რამჭირს, მაგრამ თავს უცნაურად ვგრძნობ. გარეთ კიდევ უფრო ცივა, დედა უკვე მანქანაში ზის და გაბრაზებული მე მიყურებს. კარს ვაღებ, ვრგძნობ ცვარისგან გაყინული სახელური როგორ იკრავს ჩემს თითებს, მანქანაში ვჯდები, ერთი სული მაქვს კარი დავხურო და მანქანაში ჩართული კონდიციონერის სითბო ვიგრძნო.
- ამდენიხანს სად იყავი, გუშინ ხომ გთხოვე დროზე ადექი მეთქი.- დედა კარის დაკეტვასაც არ მაცდის, უკვე საყვედურებით რომ მავსებს.
- რავქნა ვერ გავიღვიძე, გადავეჩვიე, ძალიან ადრეა.
-არაუშავს შეეჩვევი, ადრე სულ ასე იყო.- დედას ჰგონია ჩემს დაიმედებას შეძლებს, მაგრამ ეს არც ისე მარტივია.
-ხო ადრე! -წყენა შერეული ხმით ჩემთვის ჩავილპარაკე, თუმცა როგორც ჩანს დედამ მაინც გაიგო და გაოცებული სახით შემომხედა.
-რა?
- არაფერი! -ვცდილობ თავი დავიძრინო ამ უხერხული სიტვაციიდან რომელიც თავად შევქმენი.
- როგორ თუ არაფერი, გავიგონე, რაღაც ჩაილაპარაკე.
უარის ნიშნად თავს ვუქნევ, ვიცი დედას ვერ მოვატყუებ, მაგრამ მაინც ვცდილობ დავარწმუნო, ის ყოველთვის ხვდება ჩემს ფიქრებს და დარწმუნებული ვარ ახლაც ასეა რადგან სიტყვას აღარ მაგრძელებინებს,ღრმად ამოისუნთქა და მანქანა დაძრა. კარგა ხნის მანძილზე არაფერი უთქვამს ჩემთვის, სიმართლე გითხრათ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარს რომ აღარ აგრძელებს, თუმცა ერთ მხრივ დაძაბულობას და ცოტათი სირცხვილსაც ვგრძნობ, არ მიყვარს დედასთან კამათი თუმცა არც ის მიყვარს ამ თემას რომ უბრუნდება, რავქნა შეიძლება არასწორადაც ვიქცევი, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად მტკინვეულია ჩემთვის, უბრალოდ აღარ მსურს მასზე საუბარი და კიდევ მისი გახსენება, მითუმეტეს დედასთან, როცა ვიცი რომ ეს ამბავი მასზეც ცუდად მოქმედებს. რამდენადაც არუნდა გავბრაზდე დედაზე, ნამდვილად არ მინდა ყუველ წუთს იმას იმეორებდეს რომ, მამა მის გამო მოკვდა და მის გამო მოგვიხდა საცხოვრებლის შეცვლა. მითუმეტეს მაშინ როცა დედამ როგორც იქნა ცოტათი მაინც გადააბიჯა თავს და დარწმუნდა რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო. ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ახლა უფრო ხშირად ფიქრობს ასე ვიდრე, მაშინ როცა მამა გარდაიცვალა. არ მოვიტყუებ, ზოგჯერ დედა მეცოდება,ზოგჯერ კი თავისი წუწუნუით და მოთქმით ძალიან მაღიზიანებს, უბრალოდ დამღალა ამ ყველაფერმა.

ნიღბის მიღმაWhere stories live. Discover now