27

51 2 0
                                    

-არა ჯიმ ამის უფლებას არ მოგცემ

თეჰიონმა ჯიმინს ხელები გაუკავა და ჩაეხუტა
-დამშვიდი
-იუნგისთან მინდა
-ჯიმ ჩვენ ხომ ეს გავიარეთ
-რა გავიარეთ თე?
-ის რომ შენ ძლიერი ხარ და ყველაფერს გაუმკლავდები. ეს ხომ გადავლახეთ
-აღარ შემიძლია
-არა, შეგიძლია, გთხოვ ჩემი ხათრით წამოდი ოთახში. ჭრილობებს დაგიმუშავებ. ბევრი სისხლი მოგდის
-არ მინდა აღარ მინდა
-ჯიმ გთხოვ, ჩემი ხათრით
თეჰიონი ჯიმინს მოშორდა
-არ წახვიდე გთხოვ არ წახვიდე
-არსად მივდივარ შენთან ვარ წამოდი

-მართლა ძალიან ვწუხვარ
-ვიცი და არაუშავს ჯიმ
-აღარ მინდა გთხოვ თე
-ჯიმ კარგად გახდები გესმის
-იმიტომ დაგირეკე რომ არ მინდოდა ისე მოგცეოდი როგორც ჯონკუკს, არ მინდოდა ტელეფონით დაგმშვიდობებოდი
-რა სისულელეებს ამბობ, არ დამემშვიდობები
-თე სხვადასხვა დამამშვიდებელი დავლიე
-რა ქენი
-მალე რეაქციაში შევა და გონებას დავკარგავ
-მეხუმრები ხო
-მაპატიე თე უბრალოდ აღარ მინდა
-სულ გადაირიე

თეჰიონი წამოდგა
-რას აკეთებ?
-სასწრაფოში ვრეკავ
-არა გთხოვ
-ჯიმ შენ თუ დღეს რამე მოგივა იცოდე ძალიან მეტკინება და ძალიან გავბრაზდები. ამას არ გაპატიებ
-ბოდიში
-რა დალიე
-......
-ჯიმ რა დალიე?
თეჰიონმა ოდნავ ტონს აუწია
-იქ იქ დევს

თეჰიონმა კარადა გამოხსნა და წამლის ანოტაციის კითხვა დაიწყო, შემდეგ მეორე წამალი აიღო
-სასწრაფოში ვრეკავ ახლავე

თეჰიონი ოთახში გავიდა და ტელეფონით სასწრაფოს დაურეკა

-ჯიმ
-თე სხეულს ვერ ვგრძნობ
-დამშვიდი

თეჰიონმა ხელი სახეზე მოკიდა
-გონება არ დაკარგო გაიგე
-მეძინება
-თვალები არ დახუჭო
-ბოდიში თე
-კარგად იქნები სასწრაფო მალე მოვა

თეჰიონი ჯიმინს ეხუტებოდა როცა კარზე ზარი გაიგო
-ჯიმ ახლავე მოვალ

თეჰიონი აბაზანაში ექიმებთან ერთად დაბრუნდა
-რამოდენიმე სხვადასვა პრეპარატი აქ დალეული
-მაჩვენეთ

✨Where stories live. Discover now