36

480 53 17
                                    

ჯონგუკი ყურებზე ხელებ მიბჯინებული იჯდა. სახე მკრთალი ჰქონდა და თვალები სიკვდილამდე დახუჭული. ოთახში ყველანი ჩუმად და გაოცებული ისხდნენ.

"იცით რომ ერთადერთი შესაძლებლობა მასთან ყოფნის მას მაშინ ჰქონდა როდესაც ჯონგანმა მისი სიკვდილის შესახებ გაიგო. იგი მის გასვენებაზე მოვიდა მაგრამ ვერაფრით იჯერებდა რომ მინჯე აღარ იყო. კარგად მახსოვს როგორ ყვიროდა და კანკალებდა, როგორ აკავებდა და აწყნარებდა ყველა. მე მის მშობლებს ვუთხარი რომ...მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ მათ...თითქოსდა ვერაფერი გაიგეს...ისინი უბრალოდ მიყურებდნენ...იმედოვნებდნენ...იმედოვნებდნენ რომ ამ კოშმარიდან გამიოღვიძევდნენ, რომ მინჯე სახლში დაბრუნდებოდა და მათ ჩაეხუტებოდა..."-ჯონგუკმა ღრმად ჩაისუნთქა და ყურებიდან ხელები მოიშორა. შემდეგი რამდენიმე წუთი ოთახში მხოლოდ სიჩუმე იყო. მარტო მათი სუნთქვის ხმას თუ გაიგონებდით.

იუნგიმ სახეზე ხელი მოისვა და თქვა:

"მაგრამ ჯონგუკ, ახლა ყველაფერი შეიცვალა. არავინ აღარ გაგიკეთებს ეგეთ რამეს..."

"ან მას"-თეჰიონი მის წინ დაჯდა.

ჯონგუკმა ამ საშინელი მოგონებების გახსენებაზე შეშინებულად გაახილა თვალები.

"არა...არა...ის...არ შემიძლია..."-ენის ბმით თქვა ჯონგუკმა და იუნგის ჩაეხუტა.

"ასე ცხოვრებას ვერ გააგრძელებ. ვერ მოატყუებ ლისას და შენს თავს."-სცადა ჰისოკმა.

"არა!"-დაუყვირა ჯონგუკმა მას. მისი თვალები შიშით და სიბრაზით იყო სავსე. ყველანი შოკში იყვნენ მის რეაქციაზე.

"ჯონგუკ, შენ ძლიერი უნდა იყო. შენ მას დაპირდი რომ ძლიერი იქნებოდი.მას უნდოდა რომ შენ შენი თავი ყოფილიყავი და..."-ლაპარაკობდა ნამჯუნი.

"მაგრამ ის მკვდარია! მათ ის მოკლეს, პირდაპირ ჩემს წინ. მხოლოდ იმიტომ...მხოლოდ იმიტომ რომ მას ჯონგანი უყვარდა."-თავი ჩახარა ჯონგუკმა.

STRAIGHTWhere stories live. Discover now