17 THE END💀

349 40 9
                                    

დამთავრდა? კი, დამთავრდა ჩემი სიცოცხლე. არაფერს ვნანობ ცხოვრებაში. ბევრი მიტირია, ბევრჯერ ვყოფილვარ ბედნიერი, შემიყვარდა, რაღაც მომენტებში იმედებიც გამიცრუვდა, მაგრამ მე ამით კმაყოფილი ვარ.
მხოლოდ შენს ცრემლებს ვნანობ. ბოლოს რომ დაგინახე ტიროდი, მეც ვტიროდი არ მსურდა შენთან გამომშვიდობება, ჯერ არ მსურდა.

იდგა ჯიმინი სიბნელეში და ჯონქუქზე ფიქრობდა. მის სახეს იხსენებდა, სურდა დიდხანს ეყურებინა მისი სახისთვის. რომ არასდროს დავიწყებოდა მისი შავი თვალები ყოველთვის ტკივილს რომ დაატარებს თან.
ახლა რა ქნას? ლოდინის გარდა არაფერი დარჩენია. ის იქ დარჩება სიბნელეში და მის სიყვარულს დაელოდება სამუდამოდ.

*ერთი დღით ადრე

გარეთ წვიმდა, ეს ამინდი კი კარგს არაფერს მოასწავებდა.
-ქუქი ახლა რა ვქნათ? თავის დასაცავად არაფერი გვაქვს.
ჯიმინი და ჯონქუქი ბუხართან იჯდნენ და თბებოდნენ.
-მართალია! თუ სხვა რანკის დემონებმა გაიგეს, რომ ჩვენ სახლი დავტოვეთ, ყველანი აქ მოვლენ.
-ვფიქრობ სახლი უნდა დავიბრუნოთ, მე ჰოსოკს დავურეკავ და ის ყველაფერს მოაგვარებს.
იუნგი მისაღებ ოთახში შემოვიდა სველი საწვიმარი გაიხადა და ტელეფონზე ჰოსოკის ნომერი აკრიფა.
-გისმენთ ბატონო იუნგი...
-ახლავე შეიარაღებული დაცვა გამოაგზავნე სახლში და უთხარი ყველაფერი გაჩხრიკონ, მეც მალე მოვალ.
ყურმილი დაკიდა, პალტო ჩაიცვა და ის და ჯონქუქი "მოჩვნებების სახლისკენ" წავიდნენ.

რამოდენიმე საათში იუნგი უკან დაბრუნდა.
-იუნ რა მოხდა?
-ჯონქუქი სადაა?
მას ამ კითხვებზე სახე შეეცვალა.
-ვფიქრობ ის სარკეში გადავიდა მისი მეგობრის, ოინჯუნის, მოსაყვანად. მისმინეთ ახლა, როდესაც ის აქ არა არის ჩვენ ყველაზე დაუცველები ვართ. დაცვას გავაძლიერებ თქვენ კი არსად წახვიდეთ.
მე და თეჰიონი მეორე სართულზე ავედით.
-თეჰი მე ჩემს ოთახში შევალ დავისვენებ.
-კარგი ჯიმინ თუ რამე მოხდა დამიძახე.
ძალიან დავიღალე, ლოგინზე დავწექი და ეგრევე ჩამეძინა.

Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)حيث تعيش القصص. اكتشف الآن