მთვარე...
მსმენელი,
მუდამ გექნება
მისი იმედი.ღამით, აივანზე, ვარსკვლავებიან ცაზე, მოჩანს მთვარე. გაზაფხულის წყვდიადი. სხეულზე მეფინება ცივი სუსხი.
არ მაძინებს...
ფიქრები...ყავით ხელში, დაყრდნობილი მოაჯირს, ვუყურებ ხედს. ყველას ძინავს. ფანჯრებიდან არ მოჩანს შუქი. მხოლოდ ერთში ჩანს დაბალი შუქი. ვხედავ მის ჩრდილსაც
ნეტავ მას რა საფიქრალი აქ.
ისიც შეფყურებს ცას.იმ იმედით რომ სამყაროს ვახსოვართ, ვიყურებით ცაში რაღაც არარეალურისთვის....
არადა უკვე ისიც კი არარეალურია რომ ვარსებობთ.
და მაინც რამდენ სევდას იტევს ჯერ ადამინი და შემდეგ სამყარო....აივნიდან ყურება, ჭიქა ყავით და სიგარეტით, მუსიკის ფონზე...
განა საჭიროა სხვა რამ უბრალოდ კარგად ყოფნისთვის.ნეტავ მას რა საფიქრალი აქ
რომ იყურება ჩემკენ
მე კი მისკენ.
გვიკვირს ერთმანეთის...
ღამის წყვდიადში ბუს ხმაც ისმის.ღამეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, გრძნობებს, ღამე ძილ გატეხილ ხალხს....განა რა საერთო აქვთ...რამ გააერთიანა..?
და მაინც
გამოიდარებს...
გათენდება.გამოიდარებს....გამოიდარებს მკითხველო