6. "Get out"

951 90 78
                                    

Lola's pov:

იმ დღის შემდეგ, როდესაც კიმების სახლში აღმოვჩნდი, როგორც სეას მენტორი და სოკჯინს კატეგორიულად მოვთხოვე, რომ ჩემთან პირდაპირ თუ ირიბ კონტაქტს მორიდებოდა, სანამ მე მის სახლში მისივე დისშვილს ვამეცადინებდი, სამი დღე გავიდა.

ჯინი ასრულებდა ჩემს მოთხოვნას და ჩემთან კონტაქტს თავს არიდებდა. ამ სამი დღის განმავლობაში არცერთხელ არ დამხვედრია სახლში.

მალე სოკჯინი ყველას გაუმხელდა იმ ტყუილს, რომელიც ჩემთან შეთანხმების გარეშე განაცხადა მის ოჯახში და ნერვიულად ველოდი, როდის მოვიდოდნენ ჩემთან სეას მშობლები და სახლიდან კისწისკვრით გამაგდებდნენ, ხოლო ჯინის მშობლები ძალიან მაგრად გამლანძღავდნენ და ყველაფერს იზამდნენ, რომ მათი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავმქრალიყავი.

მინდოდა ის ყალბი სტატუსი, რომელიც სოკჯინმა ჩვენს ურთიერთობას ტაბუსავით დაადო, გამომჟღავნებულიყო და ეს საშინელი ტყუილი კიდევ დიდხანს არ გაგრძელებულიყო.
ამ ტყულის არსებობა ჩემში ყველაფერ კარგს კლავდა და ანგრევდა, რადგან მანადგურებდა ის ფაქტი, რომ კაცმა, რომელიც საკუთარ თავზე მეტად შემოყვარდა და მისთვის სიცოცხლესაც კი გავიღებდი, გამომიყენა როგორც იაფასიანი სათამაშო, რათა მისი მშობლებისთვის მტკნარი სიცრუე დაეჯერებინა და საკუთარი მისაღები ასე ადვილად მიეღო.

სოკჯინმა ჩემს ადამიანურ გრძნობებს გადაუარა და ნაგავივით მომექცა. ამას ვერასდროს ვაპატიებდი, რადგან გული ძალიან მტკიოდა მისი საქციელის გამო.

ჯინის ცხოვრებაში მე უკვე აღარ ვარსებობდი და ეს თავიდანვე გარდაუალი იყო.

ეს კაცი ნებისმიერ რამეზე წავიდოდა თავისი კარიერის გამო და ყველაფერ წმინდას გაანადგურებდა საკუთარი კომპანიებისთვის. გადაუვლიდა და გათელავდა როგორც ოჯახურ ურთიერთობებს და მოვალეობებს, ასევე პირად ურთიერთობებსა და სიყვარულსაც.

ერთადერთი დღით || K.S.JWhere stories live. Discover now