~ REASON, OF MY HEARTBEAT! ~

729 64 46
                                    

  აფორიაქებული ხალხი, დაბნეულობა და ქაოსი. უმისამართოდ დარბიან კომპანიის შენობაში თანამშრომლები. ცდილობენ საქმე სწორად, ზუსტად გააკეთონ, მაგრამ თითქოს ყველას ერთიანად აუკანკალდათ ხელებიო. ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა უფროსი გააფთრებული იყო და მისი ყვირილის ფონზე, თანამშრომლები უმოქმედო ხდებოდნენ. ეშინოდათ, ახლა თუ, რომელიმე თანამშრომელი ხელში მოჰყვებოდა უფროსს, ან სამსახურიდან წასვლით დასრულდებოდა, ან კიდევ სასტიკი საყვედურით.

- ვერ ვიჯერებ, როგორ შეგეძლოთ ასე უყურადღებოდ ყოფილიყავით?! - გაჰყვირის ბოლო ხმაზე თავის კაბინეტში, დაცვა შიშისგან ხტება მის ყვირილზე. - მხოლოდ ერთი დღე, მხოლოდ ერთი დედა მოტყნული დღე ვერ გააკეთეთ საქმე, პაკ ჯიმინის გარეშე.

- გვაპატიეთ, ბატონო ჯონ. ჩვენ მართლა... - სიტყვას ვერ ასრულებს, უროსის მაგიდაზე ძლიერად ხელების დარტყმა აშეშებს ადგილზე.

- მოკეტე, არც კი გაბედო ზედმეტი რამის თქმა. აქვე ნაკუწებად დავგლეჯ თითოეულ თქვენგანს. - ჰალსტუხს უშვებს, სუნთქვაში ხელს უშლის. სიამოვნებით მიახრჩობდა თავიანთი ჰალსტუხებით ყველას და შემდეგ ძაღლებს აჭმევდა მათ უსარგებლო სხეულებს.

- ჩვენ ყველაფერი გადავთვალეთ ბატონო ჯონ, ზუსტად იყო, გრამი, გრამზე. - ისევ გაწყვეტილი სიტყვა, ისევ ყვირილი და ისევ გაშეშებული სხეულები.

- მეუბნები ყველაფერი ზუსტად იყო და რატომღაც ჩინეთში ნახევარზე მეტი არ ჩაღწეულა. - ბოლო ხმაზე ღრიალებს. - ოხრავს და ჯაბინეტში იქეთ-აქეთ ანერვიულებული დაიარება. - სულელი ვარ, მეტი მეკუთვნის საერთოდ თქვენნაირებს რომ ვანდე ეს დედა აფეთქებული საქმე.

კარზე კაკუნის ხმა ისმის, ჯონგუკი უბრალო ყვირის "შემოდით" და კარიც მალევე იღება. პაკ ჯიმინი საბუთებით მოფრიალებს და უფროსისკენ გარბის.

- ბატონო ჯონ... - დაცვას ათვალიერებს, ჯერ ჯონგუკს უყურებს, შემდეგ ისევ დაცვას. - ამ, შეგიძლიათ დაგვტოვოთ? - დაცვაც უთქმელად გადის გაბინეტიდან, უფროსის გინების თანხლებით.

~ LET ME TOUCH YOU ~Where stories live. Discover now