1

5K 103 65
                                    

ბედნიერება საკმაოდ რთული საპოვნელია ადამიანისთვის.
უმრავლესობა ჩვენთაგნი კი ამ ბედნიერებას ჩვენდა უნებურად არ ვაფასებთ...
ჩვენ ყველას გვინახავს ბედნიერი ოჯახები მაგრამ განა ყველამ ვიცით რა იმალება ბედნიერი ოჯახის უკან?
ჰო რასაკვირველია ყველა ოჯახს, ყველა "ბედნიერ ოჯახს" აქვს თავისი პატარა ან დიდი უბედურება ან თუნდაც რაღაც პრობლემები.
პრობლემები ორ სხვა და სხვა ოჯახებს შორის. ან თუნდაც ოჯახის წევრებს შორის რომელსაც უბედურება მოჰყვება...

ლიონებისა და ალფონსების ოჯახებს შორის უკვე წლებია უთანხმოება სუფევს.

***

- დილამშვიდობისა, ქალბატონო თაია.

- გამარჯობა, ნიდა. ყველაფერი რიგზეა კომპანიაში?

- კი ყველაფერი ისეა როგორც თქვენ გინდოდათ.

- ახალ პარტნიორებთან შეხვედრა როდისაა?

- დღეს საღამოს...

კაბინეტისაკენ მიმავალი მაღალი ელეგანტურად გამოწყობილი უფროსი ლიონი ჩერდება და მენეჯერს მკაცრ მზერას აპყრობს.

- ახლავე გადადე, დღეს არ მცალია. - მის ხმაში ისეთი სიმკაცრე იგრძნობოდა ადვილი მისახვედრია, რომ ქალბატონი ცუდ ხასიათზე იყო...

- მაგრამ ქალბატონო თაია...

მენეჯერს სიტყვის დასრულებასაც არ აცდის, კაბინეტში შედის და კარს უხეშად იხურავს. მენეჯერი კი თავის ადგილს უბრუნდება.
რამოდენიმე წუთიც კი არ იქნება გასული, მასთან ჯენი, უმცროსი ლიონი, თაიას უმცროსი და მიდის.

- ნიდა, თაია კაბინეტშია?

- დიახ ქალბატონო ჯენ, მაგრამ დილიდან ცუდ ხასიათზეა და არ გირჩევთ შესვლას.

ჯენს ყველსათან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მისი დისგან განსხვავებით. ნიდას თბილად უღიმის პასუხის მიღების შემდეგ და თაიას კაბინეტისაკენ მიემართება. შიგნით დაუკითხავად შედის, დის კუთვნილ სავარძელში არხეინად ეშვება და დას დაჟინებით აცქერდება.

გამარჯვებაWhere stories live. Discover now