- მარია, დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა?
- კარგი რა ჯენ! ასეთი მშიშარა როდის მერე გახდი?
- არ მეშინია უბრალოდ შენი ძმა მეცოდება შენს ხელში.
- მოკეტე და გააგრძელე რასაც აკეთებ.
- შენ როგორ გიძლებს?!
- მზად ხარ?
- კი.
- კარგი მიდი.
ჯენი მარიას ოთახიდან გადის და ლუკასისკენ იღებს გეზს. მის გვერდით ნელა ჯდება და ელოდება ლუკასი როდის მიაქცევს ყურადღებას. ლუკასიც მალევე ამჩნევს და გაკვირვებით უყურებს მას.
- მარიას ეჩხუბე?
დაახლოებით შვიდ, რვა წუთში მარიაც ჩამოდის ქვემოთ და ჯენისკენ აპარებს თვალს. ჯენი თვალს უკრავს რაც იმას მიანიშნებს, რომ მოქმედების დროა.
ლუკასი დას უყურებს ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა დისთვის რომ მარია გონების დაკარგვის სცენას თამაშობს. ჯენი სიცილის შეკავებას ცდილობს, აი ლუკასი კი ფრთხილად დგება და დასთან ნელი ნაბიჯებით მიდის.- თვალი გაახილე უვიცო, ვიცი რომ თამაშობ.
მარია ხვდება რომ მთელი გეგმა ჩაეშალა და თვალს ახელს. ლუკასს მხარზე უკმაყოფილოდ უტყამს, ფეხზე დგება და ჯენისკენ მიდის.
- ენას კბილი ვერ დააჭირე არა?! საზიზღარი ხარ.
რამდენიმე წუთით ადრე:
- მარიას ეჩხუბე?
- არა, მაგრამ...
- რა?
- იცოდე რომ რასაც ახლა იზამს გატყუებს!
***
- მაპატიე მარია... - სიცილით პასუხობს მარიას და ცდილობს მეგობრის ნასროლი ბალიში აიცილოს.
- საკმარისია მარია, ბარემ გადი, სამზარეულოდან დანა აიღე და გულში ჩაარჭე.
- ვიზამ! და შენც ზედ მიგაყოლებ!
- კარგი დაწყნარდი!
YOU ARE READING
გამარჯვება
Randomსაკითხავია, როცა მიზანს მიაღწევენ და ერთმანეთს იარაღს დაუმიზნებენ მაშინ თუ გაიმარჯვებს სიყვარული? იქნებ ეს იყოს ბედის ირონიაც... ვინ იცის... __________________________________________ 🔞 don't read to children 🔞